"კარ­გა ხანს არც მჯე­რო­და ჩემ­ზე თუ სა­უბ­რობ­და, იმ­დე­ნად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს

AutoSharing Option
ჩემს მო­სა­შო­რებ­ლად ამოქ­მედ­და მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ეს, ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრის ამ სა­ღა­მოს ნათ­ქვა­მი ცი­ლის­წა­მე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და - ვინც მე მიც­ნობს იცის, რო­გო­რი აბ­სურ­დუ­ლია ეს ბრალ­დე­ბა, იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი, რომ გან­ხილ­ვა­საც არ და­ვი­წყებ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კრი­ვის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და­ვით წიკ­ლა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის ბრალ­დე­ბას, რომ და­ვით წიკ­ლა­ურ­მა მას­ზე და­სარ­ტყმე­ლად გა­ი­წია.

რო­გორც ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, მი­ნის­ტრმა მას შე­უთ­ვა­ლა, რომ ხმის ამო­უ­ღებ­ლად და უხ­მა­უ­როდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სი, რა­საც და­ვით წიკ­ლა­უ­რი არ და­თან­ხმდა.

"მო­ვის­მი­ნე ქალ­ბა­ტო­ნი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ბრალ­დე­ბა ჩემს
მი­მართ.

კარ­გა ხანს არც მჯე­რო­და ჩემ­ზე თუ სა­უბ­რობ­და, იმ­დე­ნად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო. კრი­ვის ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­მი­ნის­ტრო­ში რომ დაგ­ვი­ბა­რეს, ჩვენ ყვე­ლას გვე­გო­ნა, რომ უნ­დო­დათ ეს გა­მარ­ჯვე­ბა მო­ე­ლო­ცათ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი რა­საც ჰქვია, გა­მოგ­ვყა­რა მი­ნის­ტრმა შე­ნო­ბი­დან. მე­ტიც, არც მსურს გა­ვი­მე­ო­რო, რა სი­ტყვე­ბი გვა­კად­რა და ეს მხო­ლოდ ჩვენს უწყი­ნარ თხოვ­ნა­ზე, რომ ფე­დე­რა­ცი­ის­თვის კუთ­ვნი­ლი ფი­ნან­სე­ბი გად­მო­ე­რი­ცხათ, რო­მე­ლიც მისი ბრძა­ნე­ბით ჯერ გაგ­ვი­ნა­ხევ­რეს, შემ­დეგ სულ გაგ­ვი­ნუ­ლეს.

ჩემს მო­სა­შო­რებ­ლად ამოქ­მედ­და მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ეს, ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრის ამ სა­ღა­მოს ნათ­ქვა­მი ცი­ლის­წა­მე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და. ვინც მე მიც­ნობს იცის, რო­გო­რი აბ­სურ­დუ­ლია ეს ბრალ­დე­ბა, იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი, რომ გან­ხილ­ვა­საც არ და­ვი­წყებ.

უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. ის ფაქ­ტი, რომ მე დავ­წე­რე სტა­ტუ­სი და ღიად გან­ვა­ცხა­დე, რომ არ ვა­პი­რებ არ­სად წას­ვლას და მზად ვარ სი­მარ­თლის­თვის ვიბ­რძო­ლო ბო­ლომ­დე, აი, სწო­რედ ამ სტა­ტუ­სით მიხ­ვდა ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი, რომ მის შე­მოთ­ვლილ ულ­ტი­მა­ტუმს, და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ხმის ამო­უ­ღებ­ლად და უხ­მა­უ­როდ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სი არ დავ­თან­ხმდი და ეს იყო მისი შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი. აკი შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ ჯობ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი ჩემი ნე­ბით, რომ "ჩემს უკან ოჯა­ხი დგას" ეს ფრა­ზა გან­ცხა­დე­ბა­ში ღი­ა­დაც კი თქვა ქალ­ბა­ტონ­მა მი­ნის­ტრმა.

მოკ­ლედ, რო­გორც ჩანს, ქალ­ბა­ტო­ნი თეას შუ­რის­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტი ვარ და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ნე­ტავ ვცდე­ბო­დე, მაგ­რამ ჩემ­ზე არ გა­ჩერ­დე­ბა. ყვე­ლას ერ­თი­ა­ნო­ბა და თა­ნად­გო­მა დღეს რო­გორც არას­დროს ისე სჭირ­დე­ბა სპორ­ტს, კულ­ტუ­რას და ახალ­გაზ­რდო­ბას, ყვე­ლა­ფერს იმას, რისი მი­ნის­ტრი­ცაა და რა­საც წარ­მო­ად­გენს ეს ქალ­ბა­ტო­ნი - ეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ მის­გა­ნაა გა­და­სარ­ჩე­ნი და თან სას­წრა­ფოდ.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ნათ­ქვამს, გა­მე­ო­რე­ბაც არ მინ­და, კა­ცის­თვის ამა­ზე დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ არ­სე­ბობს, ქალ­ზე რომ გა­ი­წევს. და თან ამას და­აბ­რა­ლე­ბენ. წინა სტა­ტუ­სი რომ დავ­წე­რე, იქ ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ აზრს გა­მოთ­ქვამ­დნენ, ზოგი არც ისე კო­რექ­ტუ­ლად და ჩემი კო­მენ­ტა­რიც კი დევს, მო­ვუ­წო­დე, შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შე ვაკ­რი­ტი­კოთ და გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­შია-თქო. თა­მა­რის ქვე­ყა­ნა­ში ქალი მი­ნის­ტრი ვის უკ­ვირს-თქო. მის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ და პი­როვ­ნუ­ლი ნიშ­ნით არა­ვინ შე­ვუ­რა­ცხყოთ-თქო. ხოდა აგე­რაა ის სტა­ტუ­სიც და კო­მენ­ტა­რიც. რას მო­ვი­ფიქ­რებ­დი, ამას რომ ვწერ­დი, მის თავ­ში, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით ასე­თი ცი­ლის­წა­მე­ბა თუ ცხვე­ბო­და. ამას მარ­თლა ვერ მო­ვი­ფიქ­რებ­დი“, - წერს კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნი, ვინც მას­ზე "გა­ი­წია და­სარ­ტყმე­ლად", კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით წიკ­ლა­უ­რია. მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ამ ფაქ­ტი­სა, ქარ­თულ კრივს სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან ხელ­შე­წყო­ბა ექ­ნე­ბა, თუმ­ცა ფე­დე­რა­ცი­ის გვერ­დის ავ­ლით.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რეგვენი უნდა იყო წულუკიანს არაკომპეტენტურობა რომ დასწამო...
მერაბი
13:26 29-09-2022
59
კარმა,დ ა თ უ ნ ა შ ვ ი ლ ი!!!!
სოსო
12:34 29-09-2022
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული