"ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა" - შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

AutoSharing Option
რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. 3 დეკემბერს ფრონტზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, 5 ქართველის დაღუპვის შესახებ შევიტვეთ. გამოჩენილი ქართველი ფორვარდი შოთა არველაძე ამ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და
ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი.

დიდება გმირებს!"

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ქარ­თველ მებ­რძო­ლებს "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი" და­ესხნენ თავს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ავთო რუ­რუა, რო­მეო კვა­რა­ცხე­ლია, ბად­რი მარ­კე­ლია, მე­რაბ ალა­დაშ­ვი­ლი, რო­მეო ფირჩხა­ია.

alt"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა

alt"უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ" - პალკინი მუნდიალიდან ირანის მოკვეთასა და უკრაინის დაშვებას ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 62 /
ე ბიჭო შოთი შენც ხომ იცი რა, ნუ დაგვადგამ მაზოლზე წიხლს!! ეგ რომ გავაკეთოთ, ბიძინა გაგ....ებს აქედან ყველას და ხომ იცი სკამი რა თქბილია არადა? ხოდა რავქნა ძმაო. კი ვწუხვარ, მარა ვერ ვიძახი!! შენ ჯიგარი ხარ რომ ფულზე არასდროს არგაყიდულხარ მაგრამ მე რა გავაკეთო? რომ ჩამოვედი დინამოში და მცემდითხოლმე, მაშინაც ხომ არაფერს ვიძახდიხოლმე? აი ახლაც ასე ვარ! სულ ვიღაც მყავს ბატონად! იზვინი ბრატცი!
კახი კალაძე
28 ივნისი 2023 12:26
2
არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ გამოეხმაურა ამ ამბავს,გარდა შოთი და ფაჩულია!!ამათ ქართველობა არასდროს არ ეშლებათ!!!!!
გიორგი
06 დეკემბერი 2022 13:04
6
დავით ხოჭოლავა!!შენც გეკუთვნის ერთი საჯარო სამძიმარი!!!!
სოსო
05 დეკემბერი 2022 18:04
2
ქართველი სპორტსმენებიდან შენ და ფაჩულია ყველაზე მეტად მიყვარხართ❤️❤️ ყოველთვის შეგტკივათ გული ამ ქვეყნისთვის!!!
ნინი
05 დეკემბერი 2022 17:48
2
სჰოტა ხარ აცჰი,(ერტი ს...ა) ცხონებული აცჰიკო პაპკიაური,აცხონოს იმის ვასჰკაცი სული გმერტმა ცოცხალი რომ იკოს საკადრის პასუხს გაგცემდა მარა ......
ar dabloko tu zma xar
05 დეკემბერი 2022 16:27
1
ნათელი ამ ბიჭების სულებს! მაგრამ შენ ნუ გაიბანძებ თავს. მოთოკე ამბიციები და საქმეს მიხედე. შეირგე ხალხის სიყვარული. არ დაგიყენათ გვრდით კალაძის თაობამ და აქვს ამას მიზეზი. აკეთე ქართული საქმე როგორც აქამდე!
ნუგზარი
05 დეკემბერი 2022 16:22
9
აბა ეხლა კარგად დაფიქრდი, კობა ხარ თუ მაინც ნაპოლეონი?)))))))))))
გეყო რა
05 დეკემბერი 2022 14:41
0
დღე არ გავა ჩვენ მებრძოლებზე არ ვიფიქრო,აფხაზეთში,სამაჩაბლოში,ავღანეთში,უკრაინაში დაღვრილ ქართულ სისხლზე,ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ისინი "ქოცები იყვნენ თუ ნაცები" ყველა მტკივა იმოტომ რომ ქართველები არიან!!!!ვლოცულობ მათი სულებისთვის
ნინო
05 დეკემბერი 2022 14:17
1
ეგღა აკლია ქოცს იდეისთვის თავი გაწიროს
leqso
05 დეკემბერი 2022 16:15
6
"საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი"? მით უმეტეს სხვა ქვეყნისთვის!...
კობა
05 დეკემბერი 2022 14:09
18
კობა შვილო ვის დაეკარგე?
.
05 დეკემბერი 2022 22:20
2
ნაპოლეონმა ალბათ დიდი კონსტანტინეს რომანი *ფიფქია და შვიდი ჯუჯა* იგულისხმა))))))))
ჯადო
05 დეკემბერი 2022 13:29
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული