ქართველი უშუისტი საბა ბუთხუზი მსოფლიო ჩემპიონია.
ბუთხუზი ინდონეზიის ქალაქ ტანგერანგში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა ჩინეთის წარმომადგენელი მაკაო დაამარცხა.
წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო