10 დეკემბერს ოლიმპიურ სპორტის სასახლეში საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა.
სპორტის ეს სახეობა აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, რაც შანსს აძლევს, მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში 2028.
ჩერლიდინგი შეიცავს რამდენიმე მიმართულებას:
cheer-dance, cheer- hip hop, street-show და, რა თქმა უნდა, კლასიკური ჩერლიდინგი, სადაც სპორტსმენი გოგონები პომპონებით ცეკვავენ და ამავდროულად, რთულ სპორტულ ილეთებს ასრულებენ.
საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაცია დაარსდა 2009 წელს და ჩერლიდინგის საერთაშორისო კავშირის ICU ( შტაბბინა აშშ, ორლანდო) სრულუფლებიანი წევრია. დღეს ფედერაცია საქართველოს 7 რეგიონში 4 000-მდე სპორტსმენს ითვლის.
საქართველოს