Sportall.ge გილოცავთ ახალ, 2023 წელს!

AutoSharing Option
2022 წელი, როგორც სხვა ყველა წელიწადი, ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციით იყო სავსე - სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობები, ამბები, მოვლენები, წარმატებები თუ წარუმატებლობები ერთმანეთს ეცვლებოდნენ. ასეთი წელი იყო როგორც მთლიანად საქართველოსთვის, ისე ქართული სპორტისთვის.

აღსანიშნავი გახლავთ ის, რომ 2022 წელს ისტორიაში პირველად საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და 1/4-ფინალშიც გავიდა. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მხოლოდ 1 მატჩი წააგო, ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევრო 2024-ის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.

განსაკუთრებით დიდი სიხარული ქართველ ხალხს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა მიანიჭა - 21
წლის ფეხბურთელმა ევროპული მოედნები "ნაპოლის" მაისურით დაიპყრო და ქართული ფეხბურთი მსოფლიოს რადარებზე დააბრუნა.

წარმატებული წელი ჰქონდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს, რომელმაც ისტორიაში პირველად "6 ერის" გუნდი დაამარცხა, თან ორი!

სამწუხაროდ, ევრობასკეტზე კარგად ვერ გამოვიდა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები. თუმცა ილია ზუროსის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანებს ინარჩუნებს და ამ მიზნის მისაღწევად დარჩენილ 3 მატჩში წარმატების მიღწევა სჭირდება.

წარმატებული წელი იყო ქართველი მოკრივეებისთვის, MMA მებრძოლებისთვის, მოჭიდავეებისთვის, ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა!

სანერვიულო მომენტი 2022 წელს არ მოგვკლებია და მომავალი 12 თვის მანძილზეც ასე იქნება და იმედია, დადებითი ემოციები უარყოფითს მკვეთრად გაუსწრებს.

ძალიან დიდ მადლობას გიხდით Sportall.ge-ს ერთგულ მკითხველს, რომ გასული სპორტული წელი ჩვენთან ერთად გაატარეთ. ბუნებრივია, შეცდომები გვქონდა, შესაძლოა, რაღაცები გამოგვრჩა და რაღაცები დაგვაგვიანდა, მაგრამ თქვენ მაინც ჩვენთან ხართ და ეს მოტივაციას გვმატებს!

მთელ საქართველოს, ცხადია, განსაკუთრებით ჩვენს მკითხველებს გილოცავთ ახალ, 2023 წელს! გისურვებთ, რომ მომდევნო წელი თქვენთვის ოცნებების ასრულებისა და მიზნების მიღწევის პერიოდად იქცეს! ყველაზე სასიამოვნო წელს გისურვებთ, რაც აქამდე გქონიათ! როგორც შარშან გითხარით, ის რაც დღეს წარმოუდგენლად ჩანს, ხვალ რეალური შეიძლება გახდეს! ამიტომ, არ თქვათ უარი საკუთარ სურვილებზე, საკუთარ გზებზე და ბრძოლა არასდროს შეწყვიტოთ!
მკითხველის კომენტარები / 15 /
გილოცავთ!!!
tngh
12:26 03-01-2023
0
გილოცავთ ყველას წარმატებების და ბევრი სიხარულის წელი ყოფილიყოს. მრავალი წარმატება მიგველოცოს ერთმანეთისთვის ამ წელს
მამუკა1991
10:17 03-01-2023
0

სიახლეები პოპულარული