Sportall.ge გილოცავთ ახალ, 2023 წელს!

AutoSharing Option
2022 წელი, როგორც სხვა ყველა წელიწადი, ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციით იყო სავსე - სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობები, ამბები, მოვლენები, წარმატებები თუ წარუმატებლობები ერთმანეთს ეცვლებოდნენ. ასეთი წელი იყო როგორც მთლიანად საქართველოსთვის, ისე ქართული სპორტისთვის.

აღსანიშნავი გახლავთ ის, რომ 2022 წელს ისტორიაში პირველად საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და 1/4-ფინალშიც გავიდა. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მხოლოდ 1 მატჩი წააგო, ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევრო 2024-ის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.

განსაკუთრებით დიდი სიხარული ქართველ ხალხს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა მიანიჭა - 21
წლის ფეხბურთელმა ევროპული მოედნები "ნაპოლის" მაისურით დაიპყრო და ქართული ფეხბურთი მსოფლიოს რადარებზე დააბრუნა.

წარმატებული წელი ჰქონდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს, რომელმაც ისტორიაში პირველად "6 ერის" გუნდი დაამარცხა, თან ორი!

სამწუხაროდ, ევრობასკეტზე კარგად ვერ გამოვიდა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები. თუმცა ილია ზუროსის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანებს ინარჩუნებს და ამ მიზნის მისაღწევად დარჩენილ 3 მატჩში წარმატების მიღწევა სჭირდება.

წარმატებული წელი იყო ქართველი მოკრივეებისთვის, MMA მებრძოლებისთვის, მოჭიდავეებისთვის, ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა!

სანერვიულო მომენტი 2022 წელს არ მოგვკლებია და მომავალი 12 თვის მანძილზეც ასე იქნება და იმედია, დადებითი ემოციები უარყოფითს მკვეთრად გაუსწრებს.

ძალიან დიდ მადლობას გიხდით Sportall.ge-ს ერთგულ მკითხველს, რომ გასული სპორტული წელი ჩვენთან ერთად გაატარეთ. ბუნებრივია, შეცდომები გვქონდა, შესაძლოა, რაღაცები გამოგვრჩა და რაღაცები დაგვაგვიანდა, მაგრამ თქვენ მაინც ჩვენთან ხართ და ეს მოტივაციას გვმატებს!

მთელ საქართველოს, ცხადია, განსაკუთრებით ჩვენს მკითხველებს გილოცავთ ახალ, 2023 წელს! გისურვებთ, რომ მომდევნო წელი თქვენთვის ოცნებების ასრულებისა და მიზნების მიღწევის პერიოდად იქცეს! ყველაზე სასიამოვნო წელს გისურვებთ, რაც აქამდე გქონიათ! როგორც შარშან გითხარით, ის რაც დღეს წარმოუდგენლად ჩანს, ხვალ რეალური შეიძლება გახდეს! ამიტომ, არ თქვათ უარი საკუთარ სურვილებზე, საკუთარ გზებზე და ბრძოლა არასდროს შეწყვიტოთ!
მკითხველის კომენტარები / 15 /
გილოცავთ!!!
tngh
03 იანვარი 2023 12:26
0
გილოცავთ ყველას წარმატებების და ბევრი სიხარულის წელი ყოფილიყოს. მრავალი წარმატება მიგველოცოს ერთმანეთისთვის ამ წელს
მამუკა1991
03 იანვარი 2023 10:17
0
ეს სპორტული საიტი მომწონს! ხშირად ვსტუმრობ და ასევე ხშირად ვაკომენტარებ კიდევაც. ამ საიტის მომხარებლები თითქმის "დაუსწრებლად ვიცნობთ" ერთმანეთს, ამიტომ ორ პიროვნებას გამოვარჩევ, რომელთა კომენტარებიც გამოირჩევიან არა აგრესიულობით და ობიექტურობით, ესენია: სოსო და ავთო (ლეო მესის გულშემატკივარი) ვულოცავ ორივეს, ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის!
გილოცავთ 2023-წელს! გია.
02 იანვარი 2023 18:38
0
გაიხარე გია! დიდი მადლობა გამორჩევისთვის. შენც და ყველას ვულოცავ ახალ წელს!
ავთო
03 იანვარი 2023 14:01
0
ვულაცავ სპორტალ.გე-ს მთელ შემოქმედებით ჯგუფს მის ყველა ჟურნალისტს რომელი რედაქციაც ნამდვილად გამორჩეულია ქართულ სპორტ:მედია სივრცეში , ასევე ვულოცავ მთელ საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და ყველა მისი მაცხოვრებლის დარდის გამქარვებელი და ოცნებების ახდენის წელი ყოფილიყოს , სპორტალ.გე დან კი ქართული სპორტის პერმანენტული გამარჯვებებისთვის მიძღვნილი ულევი სტატიები წაგვეკითხოს.
Charley
02 იანვარი 2023 02:26
0
აქვე დავამატებ, ხვიჩას და ნაპოლის ჩემპიონობა გვეზეიმოს ყველას ამ საიტზე.
❤️⛄️
ეგ რომ მოხდეს მთელი საქართველო გაერთიანდება და მტერი ვეღარ მოგვერევა :D
Skeleton
01 იანვარი 2023 23:11
1
გულით და სულით ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით იმათ ვისაც, ულამაზესი და ემოციური სპორტის სახეობა: ფ ე ხ ბ უ რ თ ი უყვართ! დაე ეს წელი ყოფილიყოს ქართული ფეხბურთისთვის და ჩვენი ნაკრებისთვის გამარჯვების და წარმატების წელი!
ფეხბურთის გულშემატკივრებს გაგვიმარჯოს!!!!!!!!!!!!!!! გია.
01 იანვარი 2023 16:19
0
სპორტალ გილოცავთ ახალ 2023 წელს. ჯანმრთელობას და დამრავლებას გისურვებთ ყველას თქვენი შემოქმედი ჯგუფით. მადლობა რომ ასეთი კარგები ხართ. თუ ხანდახან გაჯავრებთ მოგვიტიეთ. ასევე ყველა სპორტალის მკითხველს გილოცავთ ახალ წელს განურჩევლად პოლიტიკური ქოცნაცური თუ ერევნული კუთვინლებისა. ჩვენ ერთი სამშობლო გვაერთიანებს და მე ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე კი ეს ქვეყანა ვისაც ძალიან არ ვეთანხმები. ისე თქვენს გარეშე ჩემს გარეშე ტერიტორია იქნებოდა და არა საქართველო. მე ქართველებთან ერთად მიყვარს საქართველო. ჯანმრთელობას და დამრავლებას გისურვებთ ყველას. ვისაწვლოთ ჯერ ერთმანეთის ატანა და მერე ერთმანეთის გატანაც იქნება.
G.LA
01 იანვარი 2023 15:31
0
აბსოლუტურად ყველას გილოცავთ ახალ წელს! დაე ეს წელი მაინც ყოფილიყოს მშვიდობის, ურთიერთპატივისცემის და სიხარულის! ყველაფერი ნეგატიური დარჩენილიყოს გასულ წელში! სიმართლე გითხრათ მომენატრა ის კარგი ქართული ჩვენი ხასიათი, როდესაც ყველა ერთმანეთს ვუღიმოდით და რაღაცნაირად ერთმანეთის მხარში დგომით გაგვქონდა, ცხოვრებისეული ლელო! იმედია დაგვიბრუნდება ეგ დროც! აბა ჩემო მეგობრებო და ძმებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ ! სიკეთე და ბედნიერება, არ მოგიშალოთ ღმერთმა! კეთილი სურვილებით, თემო.
SPORTALL.GE-ის მთელ კოლექტივს ვულოცავთ ახალ, 2023 წელს!
01 იანვარი 2023 12:12
0
გილოცავთ მეგობრებო ახალ წელს.უკვე დიდი ხანია,თქვენი საიტის ხშირი სტუმარი ვარ და მიუხედავად ზოგიერთი ნაკლოვანებისა,ვხედავ,როგორ თვალდასთვალ იზრდებით,მისი ჟურნალისტები.იმედი მაქვს ეს წელი კიდევ უფრო შემოქმედებითები გახდებით და გააგრძელებთ,შემდგომ წინსვლას.თქვეთან ერთად ამ საიტის ყველა მომხმარებელს და მთელ საქართველოსაც ვულოცავ ახალ წელს.დაე მშვიდობიანი და წარმატებული აღმოჩნდეს თქვენთვის,მთელი ქვეყნისათვის,ეს წელი.იმის დიდი იმედიც მაქვს,რომ პანდემიები,ისტორიას ჩაბარდება.
სოსო
01 იანვარი 2023 11:59
0
გილოცავთ ყველას ახალ წელს.
მიუხედავად იმისა, რომ აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, მაინც მგონია, რომ ამ საიტზე შეგნებული ხალხი აკომენტარებს და ფეხბურთზე მხოლოდ აქ ვწერ კომენტარებს, რადგან სხვაგან უბრალოდ აზრი არ აქვს.
გილოცავთ და წარმატებები გქონოდეთ.
მრავალი ბედნიერი ახალი წელი!❤️❤️⛄️
Skeleton
01 იანვარი 2023 10:32
0

სიახლეები პოპულარული