ქართველმა ტყვიის მსროლელებმა სლოვენიის ქალაქ რუშეში გამართულ გრან-პრის გათამაშებაზე ორი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.
ოქროს მედლებს შერეულ წყვილთა შორის გამართულ შეჯიბრებაში ცოტნე მაჭავარიანი და მარიამ ფროდიაშვილი დაეუფლნენ, ვერცხლის მედლები კი ქალთა გუნდურ ასპარეზობაში ნინო სალუქვაძემ, მარიამ ფროდიაშვილმა და ლიზი კილაძემ მოიპოვეს.
წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო