"მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განრიგში ხშირად ვიხილავთ" - FIS -ის გენერალური მდივანი

AutoSharing Option
დღეები რჩება ბაკურიანი 2023-ის მსოფლიო ჩემპიონატამდე. 42 ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუმარი ეწვევა კურორტს. ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის სახეობების 700 მაღალრეიტინგული სპორტსმენი დიდველისა და კოხტა-მიტარბის ტრასებზე იასპარეზებს.

"ბაკურიანი 2023-ის მიმართ დიდი მოლოდინები გვაქვს. ყველა ტრასა კარგად არის მომზადებული. ვფიქრობ, ბაკურიანში მაღალი დონის შეჯიბრებას ვიხილავთ. წინ დაძაბული ორი კვირა გველის. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასცდეს იმ ქვეყნების საზღვრებს, რომლებიც ჩემპიონატს ტრადიციულად მასპინძლობენ. ამით ზამთრის სპორტი უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იმედი მაქვს, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის
განრიგში ხშირად ვიხილავთ" - განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა.

მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება საქართველოში და ამ სპორტული მოვლენის წარმდგენი კომპანია "სილქნეტია", რომელიც უკვე 10 წელზე მეტია საქართველოს სათხილამურო ფედერაციას უდგას მხარში და მისი გენერალური სპონსორია.

"ამ ჩემპიონატს უდიდესი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკის, სპორტის, საზოგადოებრივი ცხოვრების პოზიტიურ განვითარებაზე. ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყველა მესვეურისგან, სხვა ფედერაციებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა. მზადების წლები და ჩადებული შრომა დაფასდა. ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვხვდებით 2023-ს და შეგვიძლია ვიამაყოთ ამით. ზამთრის სეზონს დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს კურორტებზე, რაც ტურიზმს გააორმაგებს და დიდ სიკეთეს მოუტანს სამომავლოდ ქვეყანას" - განაცხადა "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი საზეიმოდ 18 თებერვალს გაიხსნება.

ერთად ვუქომაგოთ საქართველოში პირველ მსოფლიო ჩემპიონატს!

#Bakuriani2023 #მთაგვაკავშირებს

R
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბაკურიანის ამბავი კარგია, მაგრამ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვები, რომ ჩემპიონატის გამო ხდება ხელოვნური ნალექის შექმნა და ტემპერატურის დაგდება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. რის გამოც უამრავი ადამიანი სოფლებში უჩივის ტემპერატურის უჩვეულო ვარდნას, თოვლის გამო შეზღუდულია მიმოსვლა და ასე შემდეგ. რა უნდა ქნან 80 წლის მოხუცებმა 200 ლარიანი პენსიით? გვიღირს მაგ ჩემპიონატის გამო ხალხის დახოცვა?
უვიცი
21 თებერვალი 2023 14:23
6
ცალსახაა ძალიან მნიშნელოვანი ჩემპიონატია. ძალიან კარგადაც არის ორგანიზებული, ჯერჯერობით ასე მოჩანს. ოჩაღ. მაგრამ ერთი რამე ვერ გამიგია! სპონსორები სადაა? მარტო სილკნეტი და TBC ბანკის რეკლამაა. დავიჯერო საქართველოში არავის არაფერი არ გააქვს საზღვარგარეთ, იგივე COCAcola ან ღვინოს მწარმოებლები! ძალინა, ძალიან ცუდია. აღარაფერს ვამბობ უცხოურ რეკლამებზე. იქნებ ვინმემ ამიხსნას
alexandre
20 თებერვალი 2023 14:43
0
სიამაყეა მთელი ქვეყნის თუ ბაკურიანი და ქართული ზამთრის კურორტები გარეკლამდება და მრავალი უცხოელი გვესტუმრება. მაგრამ ისე დაარეგულირეთ, რომ გადაადგილება ბაკურიანში ნორმალური იყოს. კრისტალის ტერიტორიაზე თბილისიდან გამოძახებული ტაქსი 2 საათი არ შემოუშვეს. გადაადგილების ზედმეტი შეზღუდვა არაკომფორტულია დამსვენებლებისთვის.
ქუთაისელი
20 თებერვალი 2023 10:51
0
ზოგიერთის ბიოგრაფია ყველამ ვიცით, მაგრამ ამ ჩემპიონატის ჩატარებით ეროვნული საქმე გაკეთდა.
ILIA
19 თებერვალი 2023 14:18
0
მხედრიონი და ბოროტები გულაობენ. ახლა ბიზნესმენები, ქველმოქმედნი, მეცენატები გახდნენ
mxedrioni
18 თებერვალი 2023 10:53
0
მასეა,აგერ ზარალას ნახევარი თბილისი ხელში აქვს მეტი თუ არა.დიდი იმედი მაქვს მოვა დრო და ამათ პასუხს მოსთხოვს სი ხალხი ვინც გაამწარეს.
ეჰჰ
18 თებერვალი 2023 15:20
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული