"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
ამერიკაᲨი დემოკრატიის პრობლემა ყოფილა.პ/ს Ჩვენ რაᲦას გვასწავლიან Ჭკუას ოცდააᲗიანებიდან აქვᲗ ეგ კანონი მიᲦებული, გააუქმონ და ესენიც არ მიიᲦებენ
რუსუდანი
07 მარტი 2023 11:10
5
სიტყვაზე ენდობა და რა წერია არც იცის, რაᲦა ნაცები იხოკავენ Თავ-პირს, ეგენი ხომ კარგს არასოდეს უᲭერენ მხარს და რაᲦა მიხვედრა უნდა რომ ეს კანონი სᲭირდება ქვეყანას. პ/ს მაგაᲗ რომ დაუჯერონ ახლა 80% იქნებოდა უკვე დაკარგული. ვისი გჯერავს არველაᲫეების ბიᲭო? მტრების????
რუსუდანი
07 მარტი 2023 11:07
13
მართალი ხარ შოთი! ნეტა საზოგადოების ყველა ცნობილმა წევრმა დააფიქსიროს თავისი აზრი, სჯობს ვიცნობდეთ ყველას, ვინაა მოღალატე ნაცების მხარეს, ვინ მოღალატე ოცნებისდა ვინ საქართველოს მხარეს.

მათ, ვინც სხვებს კანონპროექტის წაკითხვას ურჩევს, ვიპასუხებ როგორ უკვე წამკითხველმა;

წერია მოკლედ:

Adios Georgia, Привет из Москвы!

ვინც რუსულად კითხვა არ იცით, დარწმუნებული ვარ არც ეს კანონი გენდომებათ საბედნიეროდ.

დანარჩენი ყველამ თავისა იცის…
მართალია
07 მარტი 2023 10:47
25
გასაგებია და სამწუხაროა შენი შეხედულებები და აზრები, მარა მაინც სადაც არაფერი გესაქმება და არაფერი გაგეგება ცხვირს ნუ ჩაყობ, წადი ბურთი გააგორე.
შოთას
07 მარტი 2023 10:22
13
ერთი გამაგებინეთ ყოვლად მცოდნეებო, მაქვს თუ არა მე უფლება ვიცოდე არასამთავრობო დონორი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია და მათი შემოსავლების წყარო? კონფიდიციალურია? სახელმწიფო საიდუმლოა?
ჯუბა მეგრელი
07 მარტი 2023 10:01
6
მაგ კანონმა რომ იმუშავოს პირველ რიგში სასამართლო უნდა იყოს დალაგებული და თავისუფალი,ჩვენთან როგორცაა კი იცით.მეორეც საზოგადოება უნდა ცდილობდეს ასეთი მართვის ბერკეტი არ მისცეს ხელისუფლებას,რადგან მერე ბოროტად გამოიყენოს და ვერ გავაკონტროლოთ,რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს დიქტატურასთან,თუნდაც შენიღბულს დემოკრატიის სახელით.
ვახო.ხო
07 მარტი 2023 09:56
9
ჩემს კომენტარს რატომ არ აქვეყნებთ
გიორგი
07 მარტი 2023 09:28
1
კომუნისტებმა დახბრიტეს ახმეტელი და იაშვილი მაგრამ არ დაუხვრეტიათ გამსახურდია,აბაშიძე, ტაბიძე .....
საჩინო
07 მარტი 2023 09:18
2
მთაში მცხოვრებმა გითხრა, რომ ეს რა კანონიაო, თუ ფერმერმა?
ტყუილი - თქვენი მთავარი იარაღია! ფეხბურთელი იქნება, თუ ჭოკით მხტომელი.
მერაბი
07 მარტი 2023 09:17
4
რომ გვითხრან ვინ და რატომ აფინანსებს, მერე სად მიდის ეს ფული, ,,გრეხია,,?
მე დამაფინანსონ და კაკალ-კაკალ მოგიყვებით სად დავხარჯავ. )))))))))))
100%
07 მარტი 2023 09:05
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული