"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
შოთასავით რომ ეაზროვნათ ჩვენს საფეხბურთო თუ პოლიტიკურ „მოღვაწეებს“ - საქრთველო მაკედონიასთან უმაყურებლოდ არ წააგებდა. -კალაძევ, ყაველაშვილო, იაშვილო, ცქიტიშვილო და მუჯირო თქვენი ბრალია ცარიელი ტრიბუნები და ევროპის მიღმა დარჩენა - ერთხელ გააპროტესტეთ?! ახლა, ზოგიერთმა თქვენგანმა მიჰბაძეთ შოთას და ამოდით რუსული წყალქვეშა გემიდან!
წკიპოშვილი
06 მარტი 2023 22:09
32
კობიაშვილო კიდევ პირველ რიგში - იძირება გემი!!!
dinamo tb.
06 მარტი 2023 23:23
15
ჯიგარი ხარ შოთი. ამიტომ მიყვარხარ და სულ გაფასებ, როგრც კარგი პიროვნება პირველ რიგში და მერე რაც ამაგი გაქვს ჩენ ფეხბურთზე. ამათ ყურები დაუყრუვდათ და არავისი ესმით. ამ კანონზე უკვე შემექმნა წაროდგენა. მოუსმინე ბევრ ჭკვიან ხალხს ვინც კარგად ერკვევიან. გარკვევაც არ მინდოდა მაგრამ მაინც. გარკვევა კი იმტომ არ მინდოდა რომ აშშ, ევროპა და გაეროც კი რომელიც არასოდეს ჩარეულა ჩვენთან პოლიტიკაში ყველამ ერთ ხმაში გვითხრეს რომ ჩვენთან ურთიერთობა გაუძნელდებოდათ. ეს საქოცეთი კი არქიფოს დავალებით თან ევროპას გვაშორებს თან ახლავე უნდათ მომდევნო 2024 წ აეჩევნები ახლავე დაიმტკიცონ როგორც გამარჯვებულებმა. ყველას გაჩუმება უნდათ ამ უგუნურებს. ქოცებო თქვენ უკვე მასკა ჩამოიხსენით აღარაავინ თამაშობს თქვენთ და გონზე მოდით ხალხის რისხვას დაიმსახურებთ იცოდეთ.
G.LA
06 მარტი 2023 21:59
34
უბრალოდ კარგი კაცი და კარგი მოქალაქე. ჯიგარი ხარ შოთი!
Io
06 მარტი 2023 21:41
28
აქ საგანგაშო ვითარება არა იმდენად ცუდ კანონშია, არამედ იმაში თუ რა მიზანს ემსახურება. ამ კანონით, მართლა რუს აგენტებს უნდათ ევროპული არასამთავრო ორგანიზაციების შევიწროვება, რადგანაც ისენი ვერ კონტროლდებიან ხელისუფლებისგან და არიან დემოკრატიის სადარაჯოზე, განვითარებად ქვეყნებში. რომ ამბობენ ამერიკასაც აქვს მსგავსი კანონიო, იმას კი არ უკვირდებიან, რომ ამერიკას არ აქვს დემოკრატიის პრობლემა და ეს კანონი თავის დროზე ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის წინააღმდეგ მიიღეს. მარტივი შედარება, რომ მოვიყვანოთ, თუ იარაღს მისცემ ქვეყნის დამცველ ჯარისკაცს, ის მტერს გაანადგურებს, ხოლო თუ მაიმუნს( მაგალითად ყაველაშვილს) საშიში იქნება გარშემო მყოფთათვის.
irakli81
06 მარტი 2023 21:32
18
რა შუაშია ამ კანონთან მიმართებაში საბჭოთა აგენეტები, ჯაშუშები, ჯავახიშვილი, ახმეტელი? აქედან ჩანს რომ აზრზე არ არის ტიპი, კანონპროექტი წაუკითხავს კი არა, თვალით არ დაუნახავს, ისევე როგორც 99 პროცენტი იმათგან ვინც "თავის საკუთარ აზრს' გამოთქვავს საკითხზე. კანონის ავ კარგიანობის განხილვაში არ შევდივარ, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ასეთი განცხადებების გამკეთებლების უმეცრება, უპასუხისმგებლობა და ზედაპირულობა ცხადია, მაგრამ 99 პროცენტი აზრზე არ არის, და რას ჰკარგავენ, სულ არ ჰკიდიათ?! სამაგიეროდ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უნდათ.
გიორგი
06 მარტი 2023 21:29
22
რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს??რა არის ჩემ კომენტარში ისეთი?? რომ არველაძე და ყაველაშვილი ნათესავები არიან და ნათესაობაც გადაუდგა ყაველაშვილს
!!!
06 მარტი 2023 21:22
19
კომენტარებში რომ წერთ პოლიტიკა შენი საქმე არ არისო?!თქვენ რატომ უწყვიტავთ თავისი აზრის დაფიქსირებას???ყაველაშვილმა,კაჭარავამ სანიკიძემ,კობიაშვილმა,კალაძემ უნდა გადამიწყვიტონ ქვეყნის ბედი და არველაძემ ხმაც არ უნდა ამოიღოს????!!!!
გიორგი
06 მარტი 2023 20:51
20
ანუ ყაველაშვილს საკუთარი ნათესაობაც გაემიჯნა?!
!!!
06 მარტი 2023 20:39
10
ყოჩაღ არველაძეს, კრიტიკულ სიტუაციაში ამბობს იმას რაც სათქმელია!
პ.ს. ისე ყაველაშვილმა ბევრს რო იბრიქება გაიხსენოს რომ ვლადიკავკაზის ალანიაში თამაშობდა და მაშინ პირველმა მაგან მიიკრას აგენტის იარლიყი თავისი ნებით!
Gogi
06 მარტი 2023 20:34
18
ეს "ზურა222" აქ რომ ენამზეობს, ვორლდსპორტ.ჯი-ზეც იგივე რიტორიკით იყო გამორჩეული "დინამო222" ნიკით და ავახვევინეთ იქიდან. პირწავარდნილი რუსოფილია. უბრალოდ დააკვირდით მის კომენტარებს შემდეგში (ვისაც აქამდე არ შეუმჩნევია). თუმცა ახალი რა ვთქვი ? სავსეა ქართული ინტერნეტსივრცე ასეთებით.
მე იმის თქმა მინდა, რომ როცა წლობით ერთიდაიგივეს აკეთებ, უკვე აღარ თამაშობ - ნამდვილად ხარ ასეთი !!!
Korben Dallas
06 მარტი 2023 19:27
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული