"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
მართლა ბნელის გარდა ყველა ხვდება ეს კანონი რატო ჭირდებათ. მოდის 2024 და კარგი რო არაფერს აკეტებრნ ამას ხალხი ვერ ხედავს თუ რაა.
არა რუსეთს
06 მარტი 2023 17:20
34
გაუნათლებლებისთვის და სულით მონებისთვის!

მე, იურისტი, რომელიც ვცდილობ შევქმნა ორგანიზაცია, რომელიც უანგაროდ დაიცავს იმ ადამიანების უფლებებს სასამართლოში, რომელთაც არ აქვთ სახსრები დაიცვან საკუთარი სამართლებრივი უფლებები სასამართლოში და ამისათვის მჭირდება ფინანსები, რომლის მინიმუმ 20%-ის მოპოვებას ვცდილობ ფრანგული გრანტით - თანასწორი უფლებების შესახებ, ვარ თუ არა აგენტი? რა თქმა უნდა არა, მაგრამ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, მე მომიწევს აგენტად დარეგისტრირება და თუ კი, მე მექნება ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული სუბიექტ-ობიექტები მე მომაკერებენ სამშობლოს მოღალატის და აგენტის იარლიყს.
გოგა
06 მარტი 2023 17:12
33
იურისტი კი არა ნაცი ხარ! იურისტი რომ იყო კანონს წაიკითხავდი და გაიგებდი რომ ეს რუსული კი არა ამერიკული კანონია და არც არავის არ ზღუდავს, მხოლოდ აფიქსირებს თუ ვისგან ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია. მაგრამ თქვენ წერა-კითხვა რა იცით საცოდავო მონებო...
კაი რა!
06 მარტი 2023 21:58
11
ეგ ზუსტად არ იცი მარა აი შაცი ფული რო ტრიალებს ეგ ფაქტია ხელისუფლებას რო უნდოდეს ისედაც მოგიფიქრებს რამეს
ნოდო
06 მარტი 2023 21:52
6
ყველა გამოხმაურება
ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია, განსაკუთრებით ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს!კალაძის, ყაველეშვილის, კაჭარავას კიდევ სხვებზე თუ არ გქონიათ პროტესტი პოლიტიკა თქვენი საქმე არ არისო ახლა რამ გაგაღიზიანთ? ხომ არ აირიეთ გზავნილებში? თუ ინტელექტი არ გაძლევთ მეტის საშუალებას?
რუსეთში არ უნდა წავიდნენო ჩვენი ფექხბურთელები, ქვეყანა მიდის რუსეთისკენ და სპორტი ცალკე გამოეყოფა?
Irakli
06 მარტი 2023 17:04
20
დაიპუტეს ბოტებმა, ტყუილად პასუხობთ რამიშვილის უკანონო შვილებს...
ვახ...
06 მარტი 2023 16:58
8
ნამდვილი კაცი და თავისი ქვეყნის პატრიოტი!!!!,გავა წლები ამას მიხვდებით და დააფასებთ!!!!
*
06 მარტი 2023 16:47
33
საზოგადოებას შეხვედრია ბიჭი, კონკრეტულად დაწერეთ თუ მართლებიხართ რაში გზღუდავთ კანონი.
დათო
06 მარტი 2023 16:31
52
ზღუდავს იმაში, რომ ევროპა ამერიკის ხმა ჩაკვდება და დედა ნატირები ღრუსეთის გაიჯეჯილებს.
ბექა
06 მარტი 2023 16:59
30
შოთა! შენი საქმე არ არის პოლიტიკაში ძრომიალი, ერთადერთი რაც კარგად გამოგდის ტიკ ტოკზე, კინტაურის ცეკვა თამაში! ხო ხაბეიშვილიც აიყოლიე და მიდიით შეუბერეთ მასხარებმა!
შოთა არველაძეს!
06 მარტი 2023 16:13
49
ჯერ წაგეკითხა რა წერია იქ თუ გახარიას პარტიაში რომ ხარ იქ წაგიკითხეს ასე თქვიო, ეგ კანონი რომ არ ქონოდა ამერიკას ვერ გავიგებდით რომ მიშამ 1 მილიონი გადაიხადა ექსპერტების დაქირავებაში
Soso
06 მარტი 2023 16:05
38
ეს ტიპი მწცრთნელობაში ვერ გამოდგა და ეხლა ყველანაირად ცდილობს პოლიტიკაში ან "არასამთავროებში" შეძვრეს ! მაგრამ აშკარად იქეთ ვერ იყურება P ნაც მოძრაობის და ფაკჩეკერების კაპიტანი გიგაურების და კინწურაშვილების დრო გადის შოთაააა ! შეეშვი მაგათ (და ქოცებსაც) და რაღაცა ახალ მოძრაობას მიეკედლე ! თუმცა საქართველოში ვერ ნახავ ახალ პერსპექტიულ მოძრაობას და შენ საყვარელ თურქეთში გირჩევ რომ გააკეთო პოლიტიკური კარიერა--ხალხი გიცნობს პატივს გცემენ და აგერ მაგარი ახალი მოძრაობა იკრებს ძალას ერდოღანის ოპოზიციური პარტიაა რომელსაც სათავეში უდგას ქალაქ ეზრინის (სადაც მიწისძვვრის დროს არცერთი შენობა არ დანგრეილა და არც მსხვერპლი არ იყო) მერი ოქეშ ელ­მა­ს­ოღ­ლუ რომელიც ეხლა ლამის თურქეთის ეროვნული გმირია ! მიდი მაგასთან პარტიაში და 2-3 წელში შეიძლება თურქეთის პარლამენტის სპიკერად გაიჩითო PP
zura222
06 მარტი 2023 16:00
65
და შენ ხაარ შემდგარი ადამიანი ??
zura222
06 მარტი 2023 18:51
5
შოთა არველძე ზუსტად რომ შემდგარი ადამიანია, აი შენ რაში გამოდექი ჯოსბს ეგ შკითხვა დაუსვა საკუთარ თავს!
Irakli
06 მარტი 2023 16:48
22
ძალიან მაგარი კაცი ხარ შოთი!❤️
ნინო
06 მარტი 2023 15:50
30
ვაიმე, ალ აგვატილო ლა?
ნონოს
06 მარტი 2023 16:14
42

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული