"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს

AutoSharing Option
Nikkan Sports-თან საუბარში ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს.

როგორც ის აღნიშნავს, მისი ბოლოდროინდელი პერფორმანსი ისეთი არაა, როგორც ნამდვილ სუმოს მებრძოლს შეშვენის და რცხვენია, როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდის.

გორგაძემ თქვა, რომ ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს და ამიტომ, მარცხენა ხელს სრული დატვირთვით ვერ ხმარობს.

ინფორმაციისთვის, 35 წლის ქართველმა სუმიოსტმა მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეხუთე მარცხი (შიმაძუუმისთან იორიკირით) განიცადა.

სავარაუდოდ, ლევანი ამ ბაშოს ჩაამთავრებს და კარიერასაც შემდეგ დაასრულებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყოჩაღ ტოჩი, ასე ჯობია და მადლობა
ნერაძური
09:19 19-05-2023
0
შენ ხარ ჩვენი ელჩი მსოფლიოში და განსაკუთრებით იაპონიაში საამყო ქართველი გაიხარე ძმაო ,რაც შენ სიამოვნება მოგვანიჭე შენი მაგარი სპორტული კარიერით.ვამაყობთ შენით.წარმატებები ყველა საქმეში ტოჩი
გოგა
09:05 19-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული