"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს

AutoSharing Option
Nikkan Sports-თან საუბარში ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს.

როგორც ის აღნიშნავს, მისი ბოლოდროინდელი პერფორმანსი ისეთი არაა, როგორც ნამდვილ სუმოს მებრძოლს შეშვენის და რცხვენია, როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდის.

გორგაძემ თქვა, რომ ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს და ამიტომ, მარცხენა ხელს სრული დატვირთვით ვერ ხმარობს.

ინფორმაციისთვის, 35 წლის ქართველმა სუმიოსტმა მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეხუთე მარცხი (შიმაძუუმისთან იორიკირით) განიცადა.

სავარაუდოდ, ლევანი ამ ბაშოს ჩაამთავრებს და კარიერასაც შემდეგ დაასრულებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყოჩაღ ტოჩი, ასე ჯობია და მადლობა
ნერაძური
19 მაისი 2023 09:19
0
შენ ხარ ჩვენი ელჩი მსოფლიოში და განსაკუთრებით იაპონიაში საამყო ქართველი გაიხარე ძმაო ,რაც შენ სიამოვნება მოგვანიჭე შენი მაგარი სპორტული კარიერით.ვამაყობთ შენით.წარმატებები ყველა საქმეში ტოჩი
გოგა
19 მაისი 2023 09:05
1
ტოჩი უმაგრესი ქართველი ხარ! მადლობა ყველაფრისთვის! წარმატებას გისურვებ ყველა შრნს საქმეში!
Tornike
19 მაისი 2023 09:01
0
წარმატებები ლევანს ყველა საქმეში!!!
Zviads
19 მაისი 2023 01:48
0
არ იდარდო ჩემპიონო, შენ ჩვენი საამაყო ქართველი ხარ სამუდამოდ!
ოპტიმუს
18 მაისი 2023 23:20
0
ჩვენო გოლიათო საქართველოს საამაყო შვილი ხარ
დავითი
18 მაისი 2023 21:01
0
ლევან, დიდი სუმოისტი იყავი, ასევე შენით გავიცანით ქართველებმა სპორტის ეს ერთ-ერთი საინტერესო სახეობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ იაპონიის უმაღლეს ლიგაში მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტები მონაწილეობენ, გამოდის, რომ იაპონიის კი არა, მსოფლის ჩემპიონი იყავი. ამიტომ ქართველი ერი ყოველთვის ვიამაყებთ შენით.
ჟორა გაბრიჭიძე
18 მაისი 2023 20:37
0
საქართველო ამაყობს შენით, გოლიათო
ბესო
18 მაისი 2023 20:31
0
საამაყო სპორტსმენი ხარ, ოქროს ასოებით ჩაეწერება შენი სახელი ქართული სპორტის ისტორიაში! მადლობა…
@
18 მაისი 2023 19:04
1
საქართველოს უძლიერესებს შორის არის ეს კაცი! მან შეუძლებელი შეძლო….
სტატე
18 მაისი 2023 18:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული