"კვარაცხელია ღირსეული ქართველია, კალაძე მოღალატეა" - მირო ვანაძემ ომის ფონზე ცნობილი სპორტსმენების ქმედებები შეაფასა

AutoSharing Option
კიევში მცხოვრებმა ბათუმელმა სპორტსმენმა მირო ვანაძემ sportarena-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და კახა კალაძის შესახებ ისაუბრა.

მან "ნაპოლის" ვარსკვლავს პოზიცია მოუწონა, თბილისის მერს კი მოღალატე უწოდა.

ინფორმაციისთვის, ვანაძე ომის დაწყების დღიდან პურს აცხობდა და უკრაინელებს ურიგებდა, ბოლო რამდენიმე თვეა კი მებრძოლი გახდა და პერიოდულად ბლოკპოსტზე დგას.

"ხვიჩა კვარაცხელია ღირსეული ქართველია. როდესაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინას შეუტია, მან "რუბინი" დატოვა და სათამაშოდ ბათუმის "დინამოში" გადავიდა.

ის ძალიან ახალგაზრ
და და ნიჭიერია, ახლა კი "ნაპოლის" ღირსებას იცავს. მისი სახელი "კვარადონა" ყველაფერზე მეტყველებს.

რასაც ხვიჩა ამბობს და აკეთებს, ყველა ქართველმა ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება კალაძეს, ის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და რა პოლიტიკასაც ის ატარებს, ქართველი ხალხის ინტერესებს არ იცავს.

ქართველებმა დასავლეთის გზა აირჩიეს. ვინც კი ამ გზას მხარს არ უჭერს, უბრალოდ მოღალატეა", - ამბობს ვანაძე.

ვანაძემ ალექსანდ უსიკზე, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ვასილი ლომაჩენკოს შესახებაც ისაუბრა.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ
მკითხველის კომენტარები / 80 /
Ucxo qveyanashi shen qartvels ro landzgav kacobis etalonia etyoba
Alex
04:40 13-06-2023
1
პურის ცხობა გააგრძელე მირო
ჯუბი
10:32 06-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული