საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მეორე სერიისთვის ემზადება

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს სერიის პირველ ეტაპზე, რომელიც ამავდროულად გახლდათ მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშების სალიცენზიო ტურნირი, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში წარმატებით იასპარეზა და სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა.

ამჯერად ჩვენი ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის, ჯემალ კილაძის ხელმძღვანელობით, ბათუმში გადის შეკრებას და ივნისის დასაწყისში სინგაპურში გასამართ მსოფლიოს სერიის მეორე ეტაპზე საასპარეზოდ ემზადება, რომელიც ასევე მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშების სალიცენზიო ტურნირიცაა.

დღეს ბათუმში შეკრებაზე მყოფ ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების
ვარჯიშს დაესწრო სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი. ვარჯიშს ასევე დაესწრნენ საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე, გენერალური მდივანი ჯონი ცივაძე და ქალაქ ბათუმის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი უჩა აბრამიშვილი.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი გამარჯვებები მსოფლიო ასპარეზზე.მოახლოებულ შეჯიბრებებზე და აგვისტოში გასამართ მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშებზე წარმატებები უსურვა ჩვენს ეროვნულ ნაკრებს.

ქვიშის მსოფლიოს მეორე თამაშებს ბალი (ინდონეზია) 5-12 აგვისტოს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა და წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებები.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ არ აქვეყნებთ ჩემ კომენტარს ? რა იყო უცენზურო?
Semi
20:26 01-06-2023
0
ქვიშის მსოფლიოს მეორე თამაშები, წყალბურთი??????? თუ ქვიშის ფრენმბურთი, იქნებ გაგვაგებინოთ.
buxo
14:05 02-06-2023
0

სიახლეები პოპულარული