მოწოდება IOC-ს, რომ რუსი სპორტსმენები არანაირი სტატუსით არ დაუშვან 2024 წლის ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) მოუწოდებს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, მათ შორის - ნეიტრალური სტატუსითაც.

რეზოლუციის თანახმად, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნებისმიერი მონაწილეობა წარმოუდგენელია და ის უდავოდ იქნება გამოყენებული პროპაგანდის იარაღად და დე ფაქტო ხელს შეუშლის სხვა სპორტსმენებს, პირველ რიგში კი, უკრაინელებს, მიიღონ მონაწილეობა.

"მოვუწოდებთ IOC-ს და მასში შემავალ ორგანიზაციებს, შეინარჩუნონ 2022 წელს გამოხატული პოზიცია. პარიზის თამაშებსა და სხვა დიდ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალოთ რუს და ბელარუს სპორტსმენებს იქამდე, ვიდრე
საომარი მოქმედებები გრძელდება."

GEONOC.ORG.GE


მკითხველის კომენტარები / 8 /
სწარაფად მკცეს გაფრთხილება და ერტი ადგილის ტამაშიც აუკრზალეს. ვისაც ეწყინა წადით რუსულ გემთან
არა რუსეთს
18:56 10-07-2023
3
სწორი გადაწყვეტილებაა!
ზოგიერთის გასაგონად.ვინ გითხრათ რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა?
დავით 67
18:37 10-07-2023
3

სიახლეები პოპულარული