ზურაბ კინწურაშვილი მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონია!

AutoSharing Option
ქართული სპორტის ისტორიაში უმაღლესი რანგის ტურნირის პირველი ჩემპიონი გვყავს ტაეკვონდოში: დაბა კრინიცა-ზდროის არენაზე დიდებულად იასპარეზა ზურაბ კინწურაშვილმა (74 კგ), ზედიზედ ოთხი ორთაბრძოლა მოიგო და მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა!

ზურაბ კინწურაშვილის გამარჯვებამდე მცირე ხნით ადრე ოქროს მედლით გაგვახარა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ.

ჩემპიონის ტიტულისკენ სვლა კინწურაშვილმა 1/8-ფინალში დაიწყო, სადაც ირლანდიელი ლეროი ნსილუ დილანდუ დაამარცხა - 13:9, 12:3.

მეოთხედფინალში ქართველმა მებრძოლმა პირველი სენსაცია შემოგვთავაზა: ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონს, ესპანელ დანიელ კუესადა ბარერას სძლია -
5:4, 4:4.

ნახევარფინალში მან მეორე სენსაციით გაგვახარა, როცა ურთულეს და ძალიან დაძაბულ პაექრობაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, წლევანდელი მსოფლიო პირველობის ფინალისტი, სერბი სტეფან ტაკოვი ჩამოიშორა გზიდან - 2:2, 11:10.

ფინალში ზურაბის მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდის წევრი ნეძად ჰუსიჩი გახლდათ, რომელსაც ქართველმა მებრძოლმა პირველი ნახევარი 10:7, ხოლო მეორე 6:4 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ტაეკვონდო ევროპის თამაშების სპორტულ პროგრამაში მეორედაა 2015 წლის სადებიუტო ტურნირის შემდეგ.

geonoc.org.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ! მაგარი ბიჭი ჩანს! წარმატებას ვუსურვებ მომავალ შეჯიბრებებში.
გიორგი
17:37 26-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული