სულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 32 სპორტის სახეობა იქნება წარდგენილი. 178 ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი 241 სინჯის მედალს გაითამაშებს. ოლიმპიური თამაშები 18 ოქტომბრამდე გასტანს.
საქართველოს დელეგაცია 15 სპორტსმენისგან შედგება. ქართველები სპორტის 10 სახეობაში გამოვლენ.
წარმოგიდგენთ ქართველების გამოსვლის კალენდარს არგენტინაში:
7 ოქტომბერი
ტაეკვანდო - საკვალიფიკაციო ეტაპი
ზურაბ კინწურაშვილი 21:15 (ჩვენი დროით)
8 ოქტომბერი
ჩოგბურთი - I წრე
ანა მაქაცარია
9 ოქტომბერი
3X3
საქართველო-სლოვენია 16:00
საქართველო-იორდანია 18:30
ლუკა მაზიაშვილი, ოთარ პერტაია, ზურაბ ჟღენტი, ლასა მიქელაძე
ტყვიის სროლა, 10 მეტრი, პნევმატური პისტოლეტი - საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალი
ნინო ხუციბერიძე 16:00
ძიუდო - საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალი
ილია სულამანიძე - 100 კგ 17:15
მხატვრული ტანვარჯიში - ცალკეული საგნები
ქეთევან არბოლიშვილი 11:05
10 ოქტომბერი
ძალოსნობა - ფინალი
არჩილ მალაყმაძე - 69 კგ 01:00
12 ოტომბერი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საკვალიფიკაციო შეხვედრები, ფინალური ბლოკი
გიორგი თოხაძე - 51 კგ
გიორგი ჩიხკვაძე - 60 კგ
თანამედროვე ხუთჭიდი - ფარიკაობა
გიგა ხიჯაკაძე 21:00
მძლეოსნობა, უროს ტყორცნა - საკვალიფიკაციო ეტაპი
გიორგი კეკიშვილი 23:20
13 ოქტომბერი
3X3 კალათბურთი - ქვეჯგუფის შეხვედრები
ლუკა მაზიაშვილი, ოთარ პერტაია, ზურაბ ჟღენტი, ლასა მიქელაძე
14 ოქტომბერი
თავისუფალი ჭიდაობა - საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალური ბლოკი
გიორგი გეგელაშვილი - 48 კგ 17:00