ქართველმა სპორტსმენებმა ტაეკვონდოს ტურნირებზე 3 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ფოტოზე: ბექა ქავთარაძე

14-16 სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში და კანადის ქალაქ ვანკუვერში ტაეკვონდოში G1 კლასის საერთაშორისო-სარეიტინგო ტურნირი გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა ორივე ტურნირზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.

კანადაში ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 58კგ წონით კატეგორიაში ბადრი პაქსაშვილმა 3 ბრძოლა მოიგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფინალური შეხვედრის დროს მას ხელის ტრავმა გაუმწვავდა, რის გამოც ფინალური ორთაბრძოლა ნაადრევად შეწყდა, თორემ ბადრის სპორტული ფორმით და გამართული შეხვედრებით თუ ვიმსჯელებთ, ტურნირის გამარჯვებულ მექსიკელ სპორტსმენს
ძალიან მძიმე ბრძოლა ელოდა წინ.

პოლონეთში ჩვენი გუნდი 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

  1. ზურაბ კინწურაშვილი, 51 კგ (იუნიორი)
  2. ლუკა გელდიაშვილი, 63 კგ (იუნიორი)
  3. ბექა ქავთარაძე, 63 კგ
  4. არშაკ კირაკოსიანი, 68 კგ
  5. მერაბ შუკაკიძე, 68 კგ

ხუთი სპორტსმენიდან ორმა, ზურაბ კინწურაშვილმა და ბექა ქავთარაძემ უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვება შეძლეს. ორივე მათგანმა ხუთ-ხუთი შეხვედრა გამართა და ყველა მათგანში ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ კინწურაშვილს ოქტომბერში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე უწევს გამოსვლა და იმედია, პოლონეთში მიღწეული გამარჯვება ოლიმპიადაზე მისაღწევი გამარჯვების საწინდარი იქნება.

მომზადებულია taekwondo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული