ლუკა შონიამ ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ -75 კგ წონით კატეგორიაშიოქროს მედალი მოიპოვა.

ლუკამ პირველ ტურში იტალიელი ანდრეა მარი ნანიო 3:0 დაამარცხა, იმავე ანგარიშით კი პოლონელ იაკუბ პოკუსას სძლია. ფინალში კი შონიამ უკრაინელი ტიმურ ბრიკოვი უშანსოდ 3:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
80 კილომეტრი გავიარე კატოვიცედან კრაკოვამდე და დავესწარი,წარმატებები კიდევ.
ვარლამი,პოლონეთიდან
17:10 02-07-2023
0
ყოჩაღ ლუკა!გილოცავ!
სოსო
22:00 02-07-2023
0

სიახლეები პოპულარული