ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი, ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს, დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.
საქართველოს გზა ევროპაშია.
ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს
ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.
პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.
მე ვარ საქართველო", - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.
უფრო და უფრო მაინტერესებს, რას მალავენ ფარდის უკან?
ორგია გაქვთ მოწყობილი და არ გინდათ გამომზეურდეს?
ზივზივაძე და კოლექტიურად, ფეხბურთი ითამაშეთ შვილო, ასე აჯობებს.
ჩვენი ბრალია . გმირებად გამოაცხადეს. სიმართლე უნდა ითქვას ყოველთვის.. სიმართლე კი ასეთია -- ძლივს " გლახაობით " გავიდნენ საკმაოდ უფერული თამაშით.
ხალხი (ბავშვები) იბრძვიან, რომ საქართველოში მომავალში თქვენი აზრიც არსებობდეს და არა მარტო უზურპატორის აზრი. თქვენ კი ებრძვით ბავშვებს.
ყველანი ბავშვების მომავლისთვის უნდა ვიბრძოდეთ და არა ჩვენი წარსულისთვის!