"სპორტსმენებზე არის პირდაპირი მითითება, რომ ესა თუ ის მოსაზრება დააფიქსირონ ღიად, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა" - ვიქტორ სანიკიძე

AutoSharing Option
დღეს უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს სპორტსმენების ბულინგი და მათ მიუთითებენ, რომ კონკრეტული პოზიცია ღიად დააფიქსირონ, რაც მიუღებელია და ეს ფაქტები არავის დაუგმია.

სანიკიძის განცხადებით, ის სპორტსმენებს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„არა მარტო ზეწოლაა იმ მხრივ, რომ
გამოვიდნენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ, აქ პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე პირადად არ მინახავს, რომ ვინმეს დაეგმო და მოწოდება გაეკეთებინა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში, ყოველდღიურად ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე”, - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 32 /
დიახაც, არა მარტო სპორტსმენებმა, მთელმა საქართველომ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. თითოეულმა მოქალაქემ.
აბა რა
05 მაისი 2024 04:28
3
ვიქტორ! ამ ევროპის უკანალებს არ მიაქციო ყურადღება!
გიგა
04 მაისი 2024 23:20
19
აბა სვავებო! დაესიეთ როგორც გჩვევიათ. როგორც თქვენს აქციებზე დაწრწრით უთავბოლოდ, ისევე ხართ კომენტარებშიც აჭრილები. მართლა უკვე ტვინი წაიღეთ ამ თქვენი უაზრო აქციებით, ხალხს მოგვაბეზრეთ თავი! გზებს რო კეტავთ და ხალხს აღიზიანებთ, იმასაც ვერ ხვდებით რო ამით უფრო აზიზღებთ თქვენს აქციებს? თქვენ მართლა თავი რამეს ხომ არ მიარტყით? მიდით კაცის მკვლელ ნაცებს დაუწექით და ცოცხები იყარეთ ერთ ადგილას, მეტის ღირსები არც ხართ!
ასეა!
04 მაისი 2024 23:16
13
2 მეტრიანი კლოუნი...
ჩაქუჩი
04 მაისი 2024 20:45
11
შენზე იძახი არა?კლოუნი მამაშენია შენი გაკეთებისთვის.
ჩაქუჩი-ს
04 მაისი 2024 23:18
10
შენა ხარ ბიჭო "კულინარიელი"? ეგ გასწავლეს?((
დიმა
04 მაისი 2024 20:21
5
ქლიბი რო სავარძელში ჩადო, ჭკუა მოემატება?)))))))))))))
G.LA-ს
04 მაისი 2024 18:32
11
აბა რა, ეგრევე დავიჯერეთ! დავალებები მიიღეს ალ-ქაიდადან, ხამასიდან და ნაურუს ხე-ტყის დამამუშავებელი საწარმოს დაცვის უფროსისაგან!!! ვიტია, დანარჩენები შენ ჩამოთვალე, მიუნჰაუზენო))))))))))))
აბა რა, ვიწიოკ)))
04 მაისი 2024 18:29
12
ბიძინა ტვინზე ოპერაციებს ხომ არ გიკეთებთ? აბა ერთი გვითხარი საიდან აძლევენ მითითებებს სპორტსმენებს? შენ თვითონ როდესაც ხედავ ქალებზე და ბავშვებზე რიმ ძალადობენ არაბაირი აღქმა არ გაქვს ბიძინას მითითების გარეშე? ესეთი რა გემართებათ მაგ სავარძლებში ჩაჯდომით რომ ასე ყველა გადაგვარდით და თავი შეაზიზღეთ ხალხს? ბიჭო მუდმივი არაფერი არაა ცხოვრებაში და ადამიანობა შეინარჩუნეთ ასე ნუ ანიავებთ თქვენდამი პატივისცემას.
G.LA
04 მაისი 2024 18:09
12
ზუსტადაც შენ, კალოშამ და ქოცების ბოზბანდა აბულინგებთ, თქვენი საქმე არ არის, პოლიტიკა არ იცით, ფეხბურთზე იფიქრეთ. რა გამოდის არა აქვთ უფლება საკუთარი აზრის გამოთქმის. სირცხვილია მართლა რაა, ბიძინა საქართველო და რასაც ბიძინა იტყვის ის არის ჭეშმარიტება?
Badiri
04 მაისი 2024 15:22
14
ისე რა მესხი,მეტრეველი,ყიფიანი გუცაევი... ეგენი არიან.ადრე წიტელი ინტელიგენცია იყო საყრდენი დაგავლენის ავტორიტეტი, ახლა ესენი,არასამტავრობო პროვოკატორები და ე. წ. ჯენზის თაობა. ყოჩაგ ამერიკას და ევროპას, ასევე რუსეთს [შევარდნაძე...]
eusebio
04 მაისი 2024 15:10
17

სიახლეები პოპულარული