დღეს უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს სპორტსმენების ბულინგი და მათ მიუთითებენ, რომ კონკრეტული პოზიცია ღიად დააფიქსირონ, რაც მიუღებელია და ეს ფაქტები არავის დაუგმია.
სანიკიძის განცხადებით, ის სპორტსმენებს სრულ სოლიდარობას უცხადებს.
„არა მარტო ზეწოლაა იმ მხრივ, რომ
გამოვიდნენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ, აქ პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე პირადად არ მინახავს, რომ ვინმეს დაეგმო და მოწოდება გაეკეთებინა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში, ყოველდღიურად ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე”, - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.
წყარო:
ინტერპრესნიუსი
არ დავუშვათ, ქათთველებო,ამ უსამშპბლოთა პარპაში და ხალხის უდიდესი ნაწილის ნერვებსა და მოთმინებაზე თამაში!!!
განა ესენია მთელი საქართ ელო,განა ამათი ცრუ და ფარისევლური ხმაა ერისა და ბერის ხმა?
არა,რა თქმა უნდა და სულ მალე გამოჩნდება ეს ყოველივე.ჯერ კიდე არჩევნებამდე.ყველაფერი დალაჰდება და ქართული საქმის გამარჯვების უზრუნველმყოფელი სიმართლე აუცილებლად იზეიმებს.
არა უბოროტეს,ქვეყნის დამაქცევარ ნაცებს და მათ პროპაგანდას!ძირს ფარისევლობა და ცხვრის ქურქში გახვეული კბილებდაკაწკაწებული ნაცხროველები!!!
ან სად ხედავ სიტყვის თავისუფლებას? აღდგომა ღამეს ბავშვებს რომ ზონდერები ცემენ მაანდ? რა გინდოდა ამ პოლიტიკაში ვიქტორ, ხარლხის უსაყვარლესი კალათბურთელი იყავი, გაჩუმდი მაინც!
ესაა ნაცებზე უარესობა,თქვე მართლა მამალო ბოროტო და უსამართლო ნაცო ქტქვენა!!!