"სპორტსმენებზე არის პირდაპირი მითითება, რომ ესა თუ ის მოსაზრება დააფიქსირონ ღიად, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა" - ვიქტორ სანიკიძე

AutoSharing Option
დღეს უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს სპორტსმენების ბულინგი და მათ მიუთითებენ, რომ კონკრეტული პოზიცია ღიად დააფიქსირონ, რაც მიუღებელია და ეს ფაქტები არავის დაუგმია.

სანიკიძის განცხადებით, ის სპორტსმენებს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„არა მარტო ზეწოლაა იმ მხრივ, რომ
გამოვიდნენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ, აქ პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე პირადად არ მინახავს, რომ ვინმეს დაეგმო და მოწოდება გაეკეთებინა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში, ყოველდღიურად ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე”, - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 32 /
აჰა, ესეც გამოჩნდა. დღეს ნაღდად დავითარსე. გეცლიათ აღდგომა და მერე გამოგექვეყნებინათ ამ გენიოსი კანონშემომქმედის ეგზომ ბრძნული გამონათქვამი. შემდეგი რომელია, სოზარიე თუ ალუდია?))))))))))))
ვანგა
04 მაისი 2024 11:54
15
შენც გაგსვარეს ტალახში? რატომ ვიკა რის გულისთვის? შენ მაინც გქონდა ფული შენი ოფლით ნაშოვნი და ხალხს უყვარდი... პოლიტიკა ბიძნური რომ არის შენთვის არ უთქვიათ? რაზე გაცვალე ხალხის სიყვარული?
რონი
04 მაისი 2024 14:57
14
სპორტსმენებს რომ მოსაზრების გამოთქმას უკრძალავთ, როგორიც არ უნდა იყოს მისი მოსაზრება, მთავრობაც და ოპოზიციაც, ვინც მათ მოსაზრებებზე გაკეთებულ კომენტარებს ბულინგი დაარქვა, პირველი დამბულინგებელი ის არის. და კიდევ შეხედეთ პარლამენტში რამდენი სპორტსმენი პოლიტიკოსი გვყავს, ვინც სხვა სპორტსმენის პოლიტიკურ მოსაზრებას უცოდინრობას მიაწერს. ჯერ თქვენ თავში და გულებში ჩაიხედეთ თქვენ რამდენად ხართ პოლიტიკოსები რომ სხვის სამოქალაქო გამოხატვის უფლებას აბულინგებთ (ამ შემთხვევაში ბუდუ ზივზივაძის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ვგულისხმობ) თქვენს ოჯახებს როგორ უნდა გაუსწოროთ თვალი როცა მოპოლიტიკოსო მოსპორტსმენო ელემენტები სხვას აკრიტიკებთ და ლანძღავთ.
roma
04 მაისი 2024 12:13
11
რომან ფიფია, გამოდი გიცანი!
ait
04 მაისი 2024 12:30
8
Ait კი არა სახელად ტროლი უნდა მიუთითო
roma
04 მაისი 2024 18:56
2
ხო და,ვინც გაუძლებს ამ ზეწოლას და გააგრძელებს თავის საქმიანობას მშვიდად,ძველებურადარ წამოეგება ამ ტვინგაყინულების ბულინგზე,ისაა ნამდვილი სპორტსმენი.სპორტსმენს იმიტომ აქვს დაფასება და ხალხის სიყვარული,რომ ის სპორტსმენია და არა პოლიტიკაში მონაწილე.რამოდენიმე ფეხბურთელის პოლიტიკურმა განცხადებებმა წამში დააგდო მათი ავტორიტეტი ხალხის თვალში.არ უნდა შეხვიდე იმ სფეროში,სადაც არაფერი გესმის.თუ მაინც შეხვალ,კარგად გაანალიზე,ჰკითხე მცოდნე ხალხს,წაიკითხე,აწონ დაწონე და მერე თქვი.ასე გააკეთა კვარაცხელიამ და უფრო განიმტკიცა თავისი ავტორიტეტი.
მირო
04 მაისი 2024 11:55
9
ყველა გონიერმა მოქალაქემ კარგად იცის,რომ ამ ვაკხანალიის უკან პოლიტიკურ რევანშზე დაგეშილი ნაცხროვა და მათ მიერ დაარსებულ-გაწვრთნილი ახალგაზრდული დაჯგუფებები დგას და სამწუხაროდ მათ აგრესიულ ცრუ პროპაგანდას აყოლილი გაუთვიცნობიერებელი გოგო-ბიჭრბი.
განა ესენია მთელი საქართ ელო,განა ამათი ცრუ და ფარისევლური ხმაა ერისა და ბერის ხმა?
არა,რა თქმა უნდა და სულ მალე გამოჩნდება ეს ყოველივე.ჯერ კიდე არჩევნებამდე.ყველაფერი დალაჰდება და ქართული საქმის გამარჯვების უზრუნველმყოფელი სიმართლე აუცილებლად იზეიმებს.
არა უბოროტეს,ქვეყნის დამაქცევარ ნაცებს და მათ პროპაგანდას!ძირს ფარისევლობა და ცხვრის ქურქში გახვეული კბილებდაკაწკაწებული ნაცხროველები!!!
ბრაზი
04 მაისი 2024 14:44
23
ალბათ რა მაგარია,2 მეტრიანი ... რომ ხარ ...
ჩაქუჩი
04 მაისი 2024 14:26
10
დდდ ))))))))))))))))))))
ჩობანა
04 მაისი 2024 21:12
1
2 მეტრიანი კლოუნი...
ჩაქუჩი
04 მაისი 2024 20:45
11
შენზე იძახი არა?კლოუნი მამაშენია შენი გაკეთებისთვის.
ჩაქუჩი-ს
04 მაისი 2024 23:18
10
მართლა ყველამ თავისი პროფესიიტ ასახელოს და ადიდოს საქართველო და დაანებონ ამ შენ იყებე მე ვიყივლებ და სოფელიც აშენდებაო!
mitingobana
04 მაისი 2024 13:26
3
დიახაც, არა მარტო სპორტსმენებმა, მთელმა საქართველომ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. თითოეულმა მოქალაქემ.
აბა რა
05 მაისი 2024 04:28
3
ვისაც რეალურად დამოუკიდებელი,სისხლსავსე სუვერენიტეტის მქონე,ნებისმიერ სახელმწიფოსთან ტოლ-სწორად მოურთიერთობო,პოლიტიკურად და ნებისმიერი სხვა მხრივ წელგამართული და ჯანსაღად ამაყი საქათველო არ სურს,არ უნდა და მეტიც,მაქსიმალურად ეწინააღმდეგება ამას,-სწორედ ისინი არიან ჩვენი ხალხის,ქვეყნის,ენის,მამულის,სარწმუნოების დაუძინებელი მტრები!
არ დავუშვათ, ქათთველებო,ამ უსამშპბლოთა პარპაში და ხალხის უდიდესი ნაწილის ნერვებსა და მოთმინებაზე თამაში!!!
ბრაზი
04 მაისი 2024 14:55
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული