"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
კახი ნუ მაიმუნობ ყველაფერი ნათელია, შენ ბიძინაკენ ხარ ხოლო ქართველები საქართველოს მხარეს.
Badiri
04 მაისი 2024 15:07
14
არც ბიძინას, არც ხლისტე ვივამედელს არ ეკითხება ბალია ათი შაური და ნუ დემაგოგობთ! არც შენი და შენნაირების გადასწყვეტი არ არის! ამას ხალხი წყვეტს, ის მოგიჩენთ თქვენს ადგილს ყველას, ვინც ასცდით ხალხის გზას!
ალექს
04 მაისი 2024 15:37
6
ფულისკენ!! არა კიდია ბიდზინა))
გენო
04 მაისი 2024 15:31
4
ყველა გამოხმაურება
კახი, სატურნიდან გლობალურ-ფაშისტური ომის პარტიის დესანტია გადმოსხმული, სართიჭალაში დაბანაკებულან თურმე, გვირაბი გაუთხრიათ და იქ წვანან. ჩვენი ბავშვების ორიენტაციის გამოცვლა სდომებიათ. დატრიალდი, შემოაგდე ახალ ამბად, მაგას ყველაზე კარგად ბებერი ინჯია იტყვის. აბა ჰე. თქვენი იმედი გვაქვს.)))
გივი პლუტონის ძე უცხოპლანეტელი
04 მაისი 2024 13:18
13
კი, დასაცინია ამ შემთხვევაში შუაშისტობა და მშვიდობის მტრედის როლში ყოფნა, ვისა და ვის შორის დგებიან შუაში, ორჯონიკიძის თესლსა და ხალხს შორის? ხოდა ეგეთები მიიღებენ დამსახურებულ რეაქციას ხალხისგან
გიორგი
04 მაისი 2024 13:18
14
კახა ბიძია, საზღვარს ტანზანიიდან გლობალური ომის პარტია მოადგა, გვიშველე რააა. სქესი უნდა შეგიცვალოთო ბავშვებს, ჩვენ კიდე არ გვინდა.
აჩიკო, 5 წლის
04 მაისი 2024 16:07
13
გუშინ ტროლების ქარხანა ისვენებდა,დღეს ააგუგუნეს მთელი ძალებით))
ვალერი
04 მაისი 2024 13:00
7
დიდი ვერაფერი ...
ამდენსაც ვერ წვდებიან .)))
ჰო, მარა
04 მაისი 2024 14:37
3
ამან ნაცებს ხომ გაუმზადა მთაწმინდიდან გამოსაქანებელი ადგილი,
ჩვენ კახის გავუკეთოთ კავკასიონიდან გასაქანებელი, კარგი სიჩქარე რომ აკრიფოს და პირდაპირ კრემლისკენ.
12
04 მაისი 2024 19:39
14
შეეშვით თქვე ოჯახმიწუწულებო ამ ბიჭებს ორივე მხრიდან! ნაძირლები და გამყიდველები რომ ხართ, ყოველ გამოსვლაში როგორ უნდა დაამტკიცოთ იდიოტებო!
გგგ
04 მაისი 2024 23:34
2
ბატონო მერო,
ნამუსი მაინც არ გაქვს (რწმენას ვინ ჩივის?) აღდგომა დღეს კიდევ სიცრუე უნდა ისაუბროთ? ვერ მართავ ამ ქვეყანას, დააქციეთ და რა დროს ფეხბურთია? კვარაცხელია უშველის ამ დამშეულ და გაღატაკებულ ქვეყანას? კალაძის ჯიბიდან დანახული საქართველო არავის სჭირდება. ვერ აკეთებ საქმეს? წადი და აცალე სხვას. ასფალტი, ხიდი და სვეცკი ნაგვის ურნა მკვდარზე "ვენოკივითაა". დაცარიელდა ქვეყანა, სიღარიბე გაღრმავდა და ეს სოციალური პროგრამები პარტიულ აქტივს ხმარდება ძირითადად. ხედვაა პრობლემა. თქვენ ვერ ხედავთ ამ პრობლემებს სამწუხაროდ და ცდილობთ მხოლოდ პოზიტიური დაინახოთ, რაც ცუდი არაა, თუმცა უძალიანესად ცოტაა.
სიმართლე
04 მაისი 2024 17:41
8
ეს ამას ვისზე იძახის, ვისაც ბიძოსგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ყველა რადიკალიო, ნაციოა, ომის პარტიაო, კაცობას გვართმევენო და 1000 იარლიყი, და ახლა, როცა ქოცების გარდა (და რუსების) მთელი ცივლიზებული მსოფლიო, ამდენი ხალხი შენიანიც და არაშენიანიც, დიდიც და პატარაც გეუბნებით არ გინდა ეს რუსული კანონიო ჩვენ გავხდით შეუწყნარებელი ბრბო? ეს კაცი ნორმალურია?
Irakli
04 მაისი 2024 14:38
12
ილაკლი ბიძია! ალ ალის ლუსული კანონი, კიდევ იძახი ლუსულიაო? თუთიყუშები ხართ ბიძიებო? ალა ლუსულ კანონს , ალა ლუსულ კანონს, ალა ლუსულ კანონს, ნუ გაატლაკეთ საქმე ნაცუილებმა! მოგიქნავთ კალგის ტლაკები მიცისტებო!
ილაკლის, პატალა ქალთველისგან.
04 მაისი 2024 14:44
5
მაშინ მარტო რუსეთში რატომ აქვთ ეს კანონი?
ლლლლ-ს
04 მაისი 2024 15:25
3
ყველა გამოხმაურება
საფლავში თქვენი ნაქურდალით, სხვებს მოეშვით!!
ბანდა
04 მაისი 2024 12:47
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული