ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "ნოე სულაბერიძის შოუ" საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც "ჯვაროსნების" ყოფილ კაპიტან კახა კალაძეზე ისაუბრა:

"ვოცნებობდი, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა და თითქმის 100 მატჩამდე ავედი.

ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში კახა კალაძე უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია, თავისი ტიტულებითა და ნიჭით.

ინგლისში თამაშისას მივხვდი, ნიჭიერება რას ნიშნავს. ნიჭიერია ადამიანი, რომელსაც შრომა უყვარს და ეს კახას ცხოვრებას ასახავს.

კალაძეს იმ დროიდან ვიცნობ, როცა მამაჩემი (ნოდარ ხიზანიშვილი) ამ ქალაქის გუნდს წვრთნიდა. კახა ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი მოთამაშე იყო. მაშინ
ვერავინ იტყოდა, რომ ამ დონეზე ითამაშებდა. ის არ ყოფილა გამორჩეული ტიპაჟი, ძალისმიერი და შრომისმოყვარე იყო."

altკალაძე შევჩენკოზე, "მილანზე", წარსულსა და მომავალზე

altშვედეთთან ნაკრებს ხიზანიშვილი გაუძღვება - სანიოლის დისკვალიფიკაცია

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯერ ერთი პანკაროს ლიგა არ მოუგია ორჯერ, მცირე პერიოდი იყო როცა კარლომ კახას პანკარო ამჯობინა და ცხვირიც წაიტეხა დეპორტივოსთან(4-1, მოგება სახლში, 0-4-ით გასვლაზე მიიღო), რალ შეეხება იანკულოვსკის ჯერ ერთი ძაან მაგარი იყო განსაკუთრე შეტევით ფაზაში, მარა მაშინ მალდინის ტრამვა აწუხებდა და კახა დაცვის ცენტრში იდგა ნესტას მეწყვილედ.
ტტტ
16:43 28-06-2022
0
კალა მისაბაძი მაგალითია!!
Lebron
12:52 28-06-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული