![](https://sportall.ge/pictures/image5/7f19390be8d4476daadac8a5e6a1aec6.jpg)
ოლიმპიური თამაშები საკუთარი ქვეყნის წინ წამოწევისა და სახელმწიფო სიმბოლოების წარმოჩენის კუთხით განსაკუთრებული მოვლენაა. გამარჯვებები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშიც გვიზეიმია, ე.წ. გაერთიანებული გუნდითაც და 1996 წლიდან - დამოუკიდებელი საქართველოს სახელით.
ოლიმპიური ფიცის დადება
![ოლიმპიადას ძიუდოისტებით იმედიანად ვიწყებთ! - ტალახაძე, რომელიც პროგნოზს არ ექვემდებარება... Sportall.Ge](/pictures/artimages/original/386928962658f0f5256d2e479e7882eb.jpg)
ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ წმინდა სპორტული პრინციპით, ოლიმპიადა ყველაზე ძლიერი ტურნირი არაა, რადგან მონაწილეები არა რეიტინგის, არამედ ქვეყნების მიხედვით ყალიბდებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ იმას აქვს,
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველო ყველაზე ნაკლები ლიცენზიანტით წარდგება, რაც აქამდე ჰყოლია, მაგრამ ამან მედლების კუთხით ხელი არ უნდა შეგვიშალოს. მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის შემდეგ საუკეთესო შედეგი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე გვაქვს - 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი (1952 წელს ჰელსინკში ქართველებმა 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოვიპოვეთ). ტოკიოში რაოდენობრივად ყველაზე მეტი მედალი ავიღეთ - 8. დამოუკიდებელი საქართველოს შედეგი 10 ოქროს, 12 ვერცხლისა და 18 ბრინჯაოს მედალია (სულ 41 ოქრო, 35 ვერცხლი და 57 ბრინჯაო).
მედროშეები - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე
![ოლიმპიადას ძიუდოისტებით იმედიანად ვიწყებთ! - ტალახაძე, რომელიც პროგნოზს არ ექვემდებარება... Sportall.Ge](/pictures/artimages/original/6bcffeb3954194c633972740ce589ba6.jpg)
განრიგი
ბუნებრივია, ჩვენი მთავარი იმედი კვლავ ძიუდოისტებს უკავშირდება და 27 ივლისიდან საქმეში სწორედ ისინი ჩაერთვებიან: გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66), ეთერ ლიპარტელიანი (-57), ლაშა შავდათუაშვილი (-73), ეთერ ასკილაშვილი (-63), ტატო გრიგალაშვილი (-81), ლაშა ბექაური (-90), ილია სულამანიძე (-100), სოფიო სომხიშვილი (+78), გურამ თუშიშვილი (+100). ძირითადი შეხვედრები ჩვენი დროით 12 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 19:50 საათიდან.
27 ივლისსვე ვნახავთ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს, მოკრივე ლაშა გურულს (-63.5 კგ), ცურვაში 15 წლის ანა ნიჟარაძეს და ლეგენდარულ მსროლელ ნინო სალუქვაძეს. მას, ისევე, როგორც ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს (-73 კგ) ოლიმპიადაზე სამივე ხარისხის მედალი აქვს მოპოვებული.
შავდათუაშვილს ოლიმპიადაზე სამივე ხარისხის მედალი აქვს...
![ოლიმპიადას ძიუდოისტებით იმედიანად ვიწყებთ! - ტალახაძე, რომელიც პროგნოზს არ ექვემდებარება... Sportall.Ge](/pictures/artimages/original/89c3959b16e86ca90f957ccf2c0a64b2.jpg)
სპორტის ამ სახეობებს 2 აგვისტოს მძლეოსნობა და ბატუტზე ხტომაც დაემატება, 6 აგვისტოდან ბოლომდე (11 აგვისტო) ჭიდაობაში ჩავერთვებით. აქ ძირითადი შეჯიბრება 13 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 22:00 საათიდან.
დასკვნითი აკორდი იქნება ძალოსნობა, რომელსაც 7 აგვისტოს შოთა მიშველიძე (-61 კგ. 17:00 საათიდან) დაიწყებს და 10 აგვისტოს ლაშა ტალახაძე (+102 კგ. 22:30 საათიდან) დაასრულებს. ლაშას კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო (30 წლის ასაკში მესამე) მართლაც წინასწარ გამოცხადებული ქრონიკაა, ის პროგნოზს არ ექვემდებარება!..
მიქაუტაძის მიმართ დიდი ინტერესია...
![ოლიმპიადას ძიუდოისტებით იმედიანად ვიწყებთ! - ტალახაძე, რომელიც პროგნოზს არ ექვემდებარება... Sportall.Ge](/pictures/artimages/original/fe922908fb6c6c3ad955aa4e070791c3.jpg)
სხვა ამბები
აგვისტოში ფეხბურთი კვლავ დიდი დოზით დაბრუნდება. ელიტარულ ლიგებში ქართველების თამაშს განსაკუთრებით ველით. ამ მხრივ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმართ ყურადღება გაზრდილია, აქ ხომ გიორგი მიქაუტაძესა ("ლიონი") და ზურიკო დავითაშვილს ("სტ.ეტიენი") ვნახავთ, ხოლო, თუ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში გადავა... ჯერჯერობით ისე ჩანს, "კვარას" კვლავ იტალიაში უნდა ვუქომაგოთ, ყველაზე ძვირადღირებულ მეკარე გიორგი მამარდაშვილს - "ვალენსიაში".
ქართულად "ალაპარაკებული" "ლევანტე"
![ოლიმპიადას ძიუდოისტებით იმედიანად ვიწყებთ! - ტალახაძე, რომელიც პროგნოზს არ ექვემდებარება... Sportall.Ge](/pictures/artimages/original/421310d54c056521c86080c19801c225.jpg)
ინტერესი ყველას მიმართ გაზრდილია... გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტეს" სოციალური მედია ქართულად სრულად "ავალაპარაკეთ". ქართველები მაქსიმალურად ეცდებიან, გულშემატკივრობა არავის მოაკლონ, სექტემბრიდან კი ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს.
მანამდე და ახლა ოლიმპიური მედლების დათვლის დროა!..
ძიუდოში კიდევ ერთი იქრო მაინც შეგვიძლია. ბაზაძეც დიდი იმედია. გენოც.
უხ, 5 ოქრო რა მაგარი იქნებოდა!