დღეს, 2 აგვისტოს, ოლიმპიურ თამაშებზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. დღევანდელ თამაშებზე ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (100+კგ), ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი (+75 კგ), მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა და ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინა იასპარეზებენ.

ამ დროისთვის საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100 კგ)
ილია სულამანიძე.

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 6 /
თუშა დღეს შენს წინაღმდეგაა სრულიად ძიუდოს სამყარო ,გფარავდეს ღმერთი .
პ.ს რინერი სანამ წავა მსოფლიოს დაამახსოვრე შენი თავი.დიდება ღმერთს.
ენცო
11:48 02-08-2024
0
თუშიშვილი თბილისის დროით იწყებს დაახლოენბით 1:18
რეალობა
10:57 02-08-2024
0

სიახლეები პოპულარული