სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...

AutoSharing Option
ჭიდაობისა და ძალოსნობის ტურნირის დაწყებამდე, სადაც მედლების მოლოდინი გვაქვს, დღეს, 4 აგვისტოს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ქართველი გამოვა. მოკრივე ლაშა გურულს (-63.5 კგ) ბრინჯაოს მედალი გარანტირებული მარცხის შემთხვევაშიც აქვს და მეტი შეუძლია, თუკი, მინიმუმ, ნახევარფინალს დაძლევს.

თბილისის დროით 19:06 საათზე ქართველი მოკრივე კუბელ ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

27 წლის ( 27 აგვისტოს 28 წლის ხდება) გურულმა უკვე ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ჯერ აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს აჯობა, შემდეგ კი ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ძიუდოისტების მიერ მოპოვებული 1 ოქრო
(ბექაური) და 2 ვერცხლია (გრიგალაშვილი, სულამანიძე). აქვე გეტყვით, რომ 6 აგვისტოს საქმეში ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და რობერტ კობლიაშვილი (-97 კგ. 13:30 საათიდან) ჩაერთვება. ჩვენი ოლიმპიელებიდან გამოსვლას 10 აგვისტოს (+102 კგ, 22:30 საათიდან) ძალოსანი ლაშა ტალახახე დაასრულებს.

altშავდათუაშვილი: მიყვარს ძიუდო, მან ყველაფერი მომცა და მასთან ვალდებული ვარ!..

altკიდევ ერთი მედალი - წარბგახეთქილმა გურულმა მუჰამედსაბირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 35 /
აზერბაიჯანმა 48 სპორცმენი გაიყვანა ოლიმპიადაზე ჩვენ 28.თუმცა ქვეყანაში სადაც სპორტის სასახლე ფაქტიურად გააუქმეს,საწყლოსნო კომპლექსი სანაგვედ აქციეს და კორპუსების შენებას აპირებენ,ცენტრალური სტადიონი უვარგისად გამოაცხადეს და ალბათ დეზერტირების დახურვის შემდეგ ბაზარს გახსნიან როგორ და სად უნდა დაიზარდონ მომავალი ოლიმპიელები.
3
სად არიან წყალში მხტომელები,სად არიან მესტენდურები,სად არიან მოჭიდავეები(კვოტა ვერ შეავსეს)სად არიან მძლეოსნები,სად არიან მშვილდოსნები?ასე მუშაობს სპორტის სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი?
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული