ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტობასთან ახლოსაა - გავიხსენოთ კარიერა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ახლოსაა, საქართველოს მე-6 პრეზიდენტი გახდეს. სახელისუფლებო პარტია "ქართულმა ოცნებამ" ის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.

მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს, ბოლნისში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო, რასაც თბილისის "დინამო", "სამტრედია" და ვლადიკავკაზის "სპარტაკი"(შემდეგში ალანიას წევრიც იყო) მოჰყვა.

ყაველაშვილი და ქინქლაძე "სიტიში"

Sportall.Ge

1996 წლის 1-ელ იანვარს ყაველაშვილი "მანჩესტერ სიტის" რიგებში ჩაირიცხა, საიდანაც ის "გრასჰოპერში" იჯარით გაუშვეს, ამის შემდეგ კი სხვადასხვა შვეიცარიულ კლუბებში თამაშობდა - "ლუცერნი", "სიონი", "აარაუ", "ბაზელი" და "ციურიხი". საქართველოს ნაკრების ფორვარდმა
მიხეილმა 46 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ცხრაჯერ აიღო.

შეგახსენებთ, მომავალი პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ აირჩევა და მას 300 ხმოსნით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს აირჩევს.

altმიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

altმიხეილ ყაველაშვილი: უკეთესი იქნებოდა, პროტესტი გამოეთქვათ, რომ წარუმატებელი ფეხბურთი გვაქვს და ამაზე ბოდიშს მოვიხდიდი

მკითხველის კომენტარები / 51 /
საღლევეთი გახადეს საქართველო.
აწი დემეტრაძე დანიშნეთ საგარეო საქმეთა მინისტრად და ეგარი.
ფუი თქვენიიი.....
ბათუმელი ექსპერტი
11:58 27-11-2024
8
სულ უფრო ფსკერისკენ ეშვება ქართული ოცნება!
დემნა გუგუნავა
12:06 27-11-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული