პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს პირადად შეხვდება, რომ ის დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს სახელით იჭიდაოს.

ყაველაშვილმა განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა და უპასუხა "ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებას, რომელმაც ევროპის ჩემპიონს სოლიდარობა გამოუცხადა.

"ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ. სოლიდარობას ვუცხადებთ, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონს. მე მექნება შესაძლებლობა, რომ მას შევხვდე და დავაახლოვო ეს პროცესი იმასთან, რომ ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას, რათა აუცილებლად იჭიდაოს საქართველოს სახელით. აქ არის მცდელობები სხვადასახვა ჯგუფის მიერ სპეკულირების, რაც მე ვფიქრობ, არასასიამოვნოა. იყო მყისიერი რეაქცია შს სამინისტროს მხრიდან, პრეზიდენტი მიცემული იყო პასუხისგებაში, მაგრამ ამ თემას სიღრმისეულად უნდა შევხედოთ. თქვენი ხელისუფლების დროს ფედერაციების პრეზიდენტები პირდაპირ ინიშნებოდნენ და ვერტიკალი იყო ერთპიროვნულ მმართველობაზე. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ფედერაციები არიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ახლა განვიხილავთ მმართველობის თემას, სადაც არის ხარვეზები და ამ მიმართულებით აუცილებლად გამკაცრდება სიტუაცია. ჩვენ ფუნქციას გამოვიყენებთ, პარლამენტი და შესაბამის სამინისტროს მოვთხოვთ რეაგირებას. კარგი მმართველობის პრინციპზე დაწყებულია კვლევა და სიტუაცია აუცილებლად იქნება გამოსწორებული", - მიმართა ყაველაშვილმა ოთარ კახიძეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონ ზურა დათუნაშვილის თქმით, ის არჩევანის წინაშე დგას და თუ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი არ შეიცვლება, მას სხვა ქვეყანაში მოუწევს საასპარეზოდ წასვლა.

წყარო: ipn.ge

zurab
ასეთი ფედერაცია კი არა, ხელისუფლებაა დასადები ნიჩაბზე. რაც მოხდა, მას შემდეგ ყველა რომ ევედრებოდეს გეგეშიძეს დარჩენას, ის მაინც უნდა წასულიყო, მაგრამ არაკაცს არაკაცები უჭერენ მხარს. მიბაძეთ ლევან თედიაშვილს, არაკაცებო! პირველ რიგში, ხაბელოვის გამკვირვებია.
უტიფრები
მაგ სიმართლიღ გატაროს ღმერთმა.გეგეშიძე და მისი ძმა ოცნების ზონდერები თურმე აურჩევიათ.ამას ერთი გრამი ნამუსი არა აქვს.
სოსო
გეგეშიძე ნანობს საქციელს,ხოლო ფედერაცია განიხილავს მისი თანამდებობაზე დარჩენის და დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხს.ვფიქრობ ყველაფერი გასაგებია.დამნაშავე და მსხვერპლი ერთ სიბრტყეში განიხილება და ახლა ხალხის რეაქციას ელოდებიან.რა მონანიებაზეა ლაპარაკი,სიცრუეა ეგ ყველაფერი.უნამუსოები ყოფილან მართლა,ფედერაციაში. ამას წინათ,ჩემი მეზობელი,რომელიც ავსტრალიაში წავიდა საცხოვრებლად,მიყვებოდა,რომ დიდი ქალაქის მერი,მხოლოდ იმიტომ გადადგა,რომ მის ახალგაზრდა შვილს,საჭესთან ყოფნის დროს,სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩნდა.ძალიან დაბალი დოზით,ნორმაში რომ ჯდებოდა,ისეთით,მაგრამ მაინც და თან ყმაწვილი უარყოფდა სასმელის დალევას.მერი გამოვიდა და განაცხადა თავის გადადგომაზე,რამეთუ ახალგაზრდებს ვეღარ მოუწოდებდა ალკოჰოლზე უარის თქმას.მე ამის მორალური უფლება აღარ მაქვსო.ის გადადგა,ხოლო ბიჭის ორგანიზმში ალკოჰოლი,აღმოჩნდა,რომ საკვებიდან ჰქონდა მიღებული,რაღაც ტკბილეულს ჰქონდა მოსხმული თუ რაღაც ამის მსგავსი.ის გადადგა,ეს კი საქვეყნოდ დანაშაულის ჩამდენი,ფაქტობრივად იქით ემუქრება დათუნაშვილს დისკვალიფიკაციით.აი ეს არის ქართული"ზნეობრივი დემოკრატია"
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა
მეოთხედ იტალიის ნაკრების ისტორიაში - ძმები ესპოზიტოები "სკუადრა აძურას" ისტორიაში შევიდნენ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
რომელ რუს ფეხბურთელს წაიყვანდა პსჟ-ში - საფონოვმა ამ შეკითხვას უპასუხა
დე ლა ფუენტემ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
U21 | ახალგაზრდულმა ბელფასშტი პირველი ვარჯიში გამართა
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
თუ ოლისე წავა - "ბაიერნმა" მის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
"წაგებაში ქართველები თავად არიან დამნაშავეები" - მიიჩნევს უკრაინელი მწვრთნელი
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ხვიჩა საქართველოსთვის ერთდროულად მთავარი უპირატესობა და პოტენციურად მოწყლვადი მხარეა?" - დემჩენკომ კითხვას აბსოლუტური სიმართლე უწოდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ხვიჩა "ოქროს ბურთს" იმსახურებს - შანსები თანაბარია
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
მიხეილ ყაველაშვილი: დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]