"აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში" - კალაძე ქართველი ფეხბურთელების განცხადებებს გამოეხმურა

AutoSharing Option
საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს საქართველოს ნაკრების არაერთი ფეხბურთელი გამოეხმაურა. მათ ძალადობა დაგმეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

ფეხბურთელების განცხადებების შესახებ ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და ამჟამად თბილისის მერ კახა კალაძეს სთხოვეს. 

"აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი, საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე.

თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი მოხდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და ამ
გზას გავივლით ღირსეულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებებიც, რომელიც ხელოვნურად იქმნება, როგორც კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო.

დღეს ახალი მოიფიქრეს და მოლაპარაკებების გახსნას იყენებენ შანტაჟის იარაღად, თუმცა ჩვენი მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელიდან გამოაცალა შანტაჟის ყველა იარაღი იმ ადამიანებს, რომელიც გარედან ამ ტიპის განცხადებებს აკეთებთ. გინდათ? - ჩვენ მზად ვართ! გახსენით მოლაპარაკეები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა კახა კალაძემ.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 97 /
საგიჟეთია კომენტარებში .. იიი უკრაინა რა დღეშია უყურეთ... იმბეცილები ხართ? არ გავარტყი უკრაინას? ჩვენ ქვეყანას მივხედოთ, ყველაფრის უფლებას რო გვართმევენ და ჯიბეგამოფხეკილები ერთმანეთს კომენტარებში აგინებთ, ოდნავ მაინც დაფიქრდით იქნებ თქვენშია და ჩვენშია პრობლემა? უკრაინა რამენაირად მიხედავს თავს ჩვენ რა გვეშველება? სანამ ფიქრს და აზროვნებას არ დავიწყებთ არაფერიც არ გვეშველება
Emre
08 დეკემბერი 2024 10:39
1
რაც მე ამის ძმის კარგათ ყოფნაზე ვლოცულობდი თურმე ამას უკუღმა ერგებოდა რა დაგამსგავსა ფულმა და პატრონმა ნათესავებს მაინც შეეკითხე
ლოვა
03 დეკემბერი 2024 13:06
3
ბორია,(რისი ბიძინა) და ეს ვაჟბატონი, ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, უამრავს იმედი ჰქონდა, ბევრს ოცნება, მემგონი მიშასაც კი არ სძულდა ამათი. ახლა კი ეს რუსეთის ვირთხები უამრავ ადამიანს სძულს, ღირდა კი ამად პოლიტიკაში მოსვლა? რა თქმა უნდა არა, ორი მიზეზის გარდა: ღორობა და პუწინის დავალება.
irakli
02 დეკემბერი 2024 20:41
3
ტლუ
sani
02 დეკემბერი 2024 19:51
1
კახას არ სჭირდება თქვენი გაყვლეფვა, მა ისედაც ჰქნა ფული, ხოლო დემოკრატიაზე საუბარი ერთია და დემოკრატი სხვაა! ქვეყანამ სსრკ-ს დაშლის დროიდან არასწორი პოლიტიკა აირჩია და დღეს ითხოვთ იმაზე მეტს რისი სესაძლებლობაა! თუმცა ვაი ოპოზიციის მოთხოვნა ბლეფი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მართული პროცესია! ეს არაა ქართული პროცესი ეს გეოპოლიტიკური დაპირისპირების და ქართული საზოგადოების ნაწილის ანტი სახელმწიფოებრივი ქმედების შედეგად მაედნის მოწყობის, რევანშისტული და დასავლეთის მიერაა პროვოცირებული!
ქვეყანა ამ ნაც ხროვამ ქვეყანა განსაცდელის წინაშე დააყენა! და გ ვითომ გაყალბებული არჩევნებიტ და ევროკავშირის მანიპულურაბა ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანაა და სჯობს დაფიქრება!
ზურაბი
02 დეკემბერი 2024 18:27
7
რა იციან მაგათ სად არის ნახევარი საქართველო, ქუჩაში ეგენი ვერ დადიან და შიშისაგან ხალხში ვერ გაუვლიათ დაცვის გარეშე.
G.LA - ს
02 დეკემბერი 2024 17:26
2
კახუჩელა იმიტომაა დემოკრატია უკეთესი რომ შენ და შენნაირებმა ქვეყანა არ ყვლიფონ. ახლა ისე ხართ საქოცნეთი შეშინებული ძალაუფლების დაკარგვით სამშობლოს გინდათ ეომოთ, ოღონდ თანამდებობები არ დაკარგოთ. იცით და მშვენივრად ხვდებით პასუხისგება ბევრ რამეზე მოგიწევთ და არა მარტო კორუფციაზე უკვე. ქვეყნის წარსულ, აწმყოს და მომავალს აფურთხებთ და ეს უკვე აღარასოდეს შეგრჩებათ. ნუ ჩაითრევთ ქვეყანას უფსკრულში, თორემ ქართველ ხალხს თუ არჩევანს არ დაგვიტოვებთ, არც მაგის შიში გვაქცს და იცოდე, სპეცრაზმზე თქვენ დგახართ ახლა და თქვენი ძალაუფლება, ქვეყანა და ხალხი გაცილებით დიდია და ამ ბრძოლაში თუ შემოხვალთ იცოდე წინასწარ, განწირულები ხართ. რამდენი არ იწვალეთ და იჩალიჩეთ თბილისი მაინც წააგეთ. თბილისია თითქმის ნახევარი საქართველო და ეგ მაინც დატვინეთ, თქვე მართლა უტვინოებო. რა ნაცების “მაიდანი” თქვენ ხომ არ აჟუილებთ? მთელი ერია განრისხებულო და იცოდეთ ეს რისხვა თავზე არ დაგატყდეთ.
G.LA
02 დეკემბერი 2024 16:08
2
სიმართლე არის ის რომ გენანებათ სკამების დათმობა და არამარტო სკამების, დიდი უმრავლესობა პირდაპირ ციხეში წავა დიდი ფულის შოვნის გამო და ეს გეშინიათ, ნათქვამია სტუმარი რაც არ უნდა გიყვარდეს რომ მოგივა წასვლაც უნდა იცოდესო თავის დროზე! თქვენ გზა ვეღარ გაიგენით, ზოგიერთი დიდი მეფე არ გვყოლია 12 და 16 წელი და რა უბედურებაა თქვე დალოცვილებო მართლა მეფობა ხომ არ არის???
!!!!
02 დეკემბერი 2024 14:37
1
სანამ უკრაინაში ომის ცხელი ფაზა დაიწყებოდა 2022 წელს, გასდიოდადათ ორმაგი თამაში, დასავლეთი ამაზე თვალს ხუჭავდა. მაგრამ ომის დაწყების და მსოფლიო დაპირისპირების შემდეგ უვე ვეღარ შეძლეს, იმიტომ რომ ახლა დასავლეთს რუსეთსავით იგივე პოზიცია აქვს შუაშისტი ქვეყნების მიმართ: ვინც ჩვენთან არ არის ის ჩვენი მტერია
სტალინი
02 დეკემბერი 2024 11:59
2
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. შე კაი კაცო, 12 წელია ხელისუფლებაში ხართ, ფულიც ოხრად გაქვთ. რით ვერ დაალაგეთ ურთიერთობები ევროპას და აშშ-თან? ვინ დაგიჯერებთ, რომ ვერ შეძელით??? არ შეძელით, რადგან არ გინდოდათ. ეს ორმაგი თამაში კი დასავლეთს მობეზრდა.
სიმართლე
02 დეკემბერი 2024 11:02
10
სიმართლე - არ ხარ მართალი. თუკი რამე მიღწევაა ურთიერთობებში ყველაფერი ოცნების დროს არის მიღწეული: უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი. თან ეს იმის ფონზე, რომ ე.წ. ოპოზიცია - სინამდვილეში ნაც მოძრაობა, ხელს უშლიდა ამ პროცესებს. კალაძეს ფული "ოხრად" ქონდა, მაგრამ ნაშრომით ნაშოვნი. ალბათ, როგორც მერმა კიდევ მეტი დააგროვა, მაგრამ კორუმპირებულ ევროპარლამენტარებს არ აძლევს. ნაცების მიერ ქართული ბიუჯეტიდან მოპარული ფული არ ენანებოდათ და მრავლად დაარიგეს ევროპაში, ისინიც ლობირებენ. ნუთუ "სიმართლე" - ეს არ იცი?!
alexandre
02 დეკემბერი 2024 14:33
8
ყველაფერი დალაგებული ჰქონდათ უკრაინაში ომამდე.
გიო
02 დეკემბერი 2024 13:40
5
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული