რუსი ტანმოვარჯიშის შოკისმომგვრელი საქციელი - კვარცხლბეკზე Z-სიმბოლიკით უკრაინელთან ერთად ავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 წლის რუსმა ტანმოვარჯიშე ივან კულიაკმა საკუთარი სპორტის სამყარო შოკში ჩააგდო და დოჰაში ჩატარებული შეჯიბრების კვარცხლბეკზე Z-სიმბოლოკით ავიდა, თან ასე უკრაინელი სპორტსმენის გვერდით დადგა. 

რუსი მსოფლიო თასის ღონისძიებაზე მესამე ადგილზე გავიდა, შეჯიბრება კი უკრაინელმა ილია კოვტუნმა მოიგო. 

მოგეხსენებათ, Z ასო რუსულ ანბანში არ არის, ის რუსეთის უკრაინაში შეჭრილ სამხედრო შენაერთების ტექნიკაზე აწერია და ზოგადად, უკრაინისადმი განხორციელებული აგრესიისადმი სოლიდარობის ნიშნად იქცა. ივან კულიაკმა ამ ნაბიჯით თანადგომა პუტინის ჯარს გამოუცხადა. 

"ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ მივმართავთ ტანვარჯიშის ეთიკის ფონდს, რათა ივან კულიაკის
წინააღმდეგ სადისციპლინო საქმე წამოიწყოს. მისი მოქმედება ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო." - წერს ორგანიზაცია. 

დღეიდან, ანუ 7 მარტიდან, ტანვარჯიშის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას რუსი სპორტსმენები ვეღარ მიიღებენ. ცხადია, ვერც ივან კულიაკი, რომელსაც სპორტული ღირსებაც არ ეყო და გამარჯვებულსაც არ მიულოცა. 

alt"ჩემი მამა კიევში იბრძვის - მადლობა თელავს და მიყვარხარ საქართველო!" - ინტერვიუ ბოგდან ბეზკროვნისთან

altთინა კანდელაკი: სოლიდარობა რუს სპორტსმენებს, ოდესმე ყველაფერი დასრულდება და...

მკითხველის კომენტარები / 13 /
გამოყარონ ესენი ყველა ქვეყნიდან და წავიდნენ თავის სამშობლოში ბნელები ესენი
ქრისტი
08 მარტი 2022 11:49
0
SUKA
FREEDOM
08 მარტი 2022 01:49
2
ავადმყოფი
ბილი
07 მარტი 2022 22:26
3
ესენი კიდევ გამოდიან სადმე?! ყველა სპორტიდან უნდა გაასხმევინონ რუსებს, ვერსად ვეღარ უნდა გამოყონ დინგი... ძინავთ სპორტულ კომიტეტებს?
გახო
07 მარტი 2022 17:51
2
თვითონ კი არის თბილ ადგილას. სადმე კიევის მისადგომებთან უნდა დასვა, იქნება მერე გაუნათდეს გონება.
kakha
07 მარტი 2022 17:40
2
კუზიანს სამარე გაასწორებსო
დუდუ
07 მარტი 2022 17:17
0
რაგბში არსებობს ცინიკური ჯარიმა,რომელსაც უფრო მკაცრად სჯიან.ვფიქრობ ამისთანებზეც უნდა გავრცელდეს, ცინიკური საქციელის გამო დისკვალიფიკაცია.იმედი მაქვს ამას ფედერაციაშიც მიხვდებიან,ცინიკურად ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას თუკი აჰკიდებენ.
სოსო
07 მარტი 2022 16:50
1
ელაპარაკე ეხლა ამათ მშვიდობაზე
გიორგი
07 მარტი 2022 16:26
1
ყველა რუსი ერთნაირად შოვინისტურად აზროვნებს.ესეც ერთი დამადასტურებელი მაგალითია.
სტატუს ქუო
07 მარტი 2022 15:51
4
არადა კულაკი ეთნიკურად უკრაინელია
davi
08 მარტი 2022 01:30
0
ამათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, ამათ თავში უნდა ურტყა სულ.
07 მარტი 2022 15:31
1

სიახლეები პოპულარული