რუსი მსოფლიო თასის ღონისძიებაზე მესამე ადგილზე გავიდა, შეჯიბრება კი უკრაინელმა ილია კოვტუნმა მოიგო.
მოგეხსენებათ, Z ასო რუსულ ანბანში არ არის, ის რუსეთის უკრაინაში შეჭრილი სამხედრო შენაერთების ტექნიკაზე აწერია და ზოგადად, უკრაინისადმი განხორციელებული აგრესიის სოლიდარობის ნიშნად იქცა. ივან კულიაკმა ამ ნაბიჯით თანადგომა პუტინის ჯარს გამოუცხადა. მსგავსი უღირსი საქციელის შემდეგ, რა თქმა უნდა, სპორტსმენი სამაგალითოდ
"მეორე შანსი რომ იყოს და ისევ მომიწიოს არჩევა, გამოვიდე თუ არა Z ასოთი, ისევ იმავეს გავიმეორებდი" - განაცხადა ივანმა.
ამის შემდეგ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ გამოძიება დაიწყო და დაადგინა, რომ ახალგაზრდა კულიაკმა სიმბოლოს ტარებით წესები დაარღვია. ზოგადად, უკვე იცით, რომ რუს და ბელორუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე გასვლა აუკრძალეს, თუმცა კულიაკს კომპეტენტურ ორგანოში გასაჩივრება 21 დღის ვადაში შეუძლია.
მომზადებულია unilad-ის მიხედვით
ეგრე აკეთოს პერიოდულად და ბოლოს პენსიაზეც გავა!!!