რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა

AutoSharing Option
dialog.ua-ს მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელზეც ადრე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკურნებელი სენითაა დაავადებული, თავისი საყვარელი, მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური, ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალინა კაბაევა კვლავ დააორსულა.

მედია: კაბაევა ისევ ფეხმძიმედაა - პუტინმა მძიმე ავადმყოფობის გამო აბორტის გაკეთება მოსთხოვა

"რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ კრემლის პირველმა პირმა თავის „საყვარელ“ ალინა კაბაევას ახალი ორსულობის გამო აბორტის გაკეთება მოსთხოვა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეგრამ-არხი Генерал СВР-ი ავრცელებს ინფორმაციას. რუსული წყ
აროების მონაცემებით, პუტინთან „თანამცხოვრები“ ფეხმძიმედაა, თუმცა ამ სიახლემ რუსეთის პრეზიდენტი არ გაახარა. მეტიც, პუტინი კაბაევას აბორტის გაკეთებას ურჩევს, რასაც თავისი ავადმყოფობით ხსნის.

კრემლის ხელმძღვანელის "საყვარელი" ორსულობის შეწყვეტაზე უარს ამბობს, რაც მათ შორის მუდმივი სკანდალის მიზეზი გახდა, აღნიშნავს წყარო. "პუტინი მოითხოვს, კაბაევამ აბორტი გაიკეთოს, რასაც იმით ხსნის, რომ შვილები ისედაც საკმაოდ ჰყავს და არ უნდა ბავშვები, რომლებიც შეიძლება ვერასოდეს ვერ ნახოს, რამეთუ მძიმედაა ავად და არ იცის, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს. ალინა ბავშვის შენარჩუნებას მოითხოვს და პრეზიდენტთან დათმობაზე წასვლაზე უარსაა", - ირწმუნება წყარო.

გამოცემის ცნობით, მუდმივი კამათისა და ურთიერთობების გარკვევის გამო ისინი ერთმანეთს პრაქტიკულად არ ელაპარაკებიან. The Wall Street Journal-ი ამტკიცებს, რომ პუტინს ტანმოვარჯიშე კაბაევასგან უკვე სამი შვილი ჰყავს. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პუტინი ოჯახის ამბებს არ ახმაურებს, ვინაიდან თავისი ნათესავებისა და შვილების ბედის გამო შიშობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის პერიოდში პუტინმა ბევრი მტერი გაიჩინა და შურისძიების ეშინია. რადიო "ეხო მოსკვას" ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიკტოვმა ადრე თქვა, რომ ჩეჩნეთის ომის შემდეგ კრემლის თავკაცს თავის ოჯახზე ნებისმიერი ცნობების გავრცელების ეშინია“.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თქვე კაი ხალხო სპორტის სიახლეების საიტია თუ ჭორების ბიურო. რა უბედურებაა. ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი თუ ვიღაცისაგან დაფეხმძიმდა ეს არ არის სპორტული სიახლე, შეიგნეთ ბოლოსდაბოლოს.
მალხაზი
11:24 17-06-2022
2
რუსების იკუპანტი დე.... ...... , მაგრამ არც ჩვენი ქვეყანაა დალაგებული :) მიშამ სოფო დააორსულა, სალომე ნათლიას გაჰყვა ცოლად.. კიდე იმდენიბმარაზმია :(
ქართველი
10:04 17-06-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული