ტურნირს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც ანიჭებს, რომ მსგავს ასპარეზობაში პირველად მონაწილეობს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია). მისი კონკურენტები არიან მსოფლიოს ექსჩემპიონები - ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი), ქალთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი, მოქმედი ჩემპიონი თან ჟონი (ორივე-ჩინეთი) და სხვები.
თასის გათამაშებაში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ დიდოსტატები - ბაადურ
ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდია მილიონ 600 000 დოლარი, ნოკაუტსისტემით შვიდ რაუნდად გაიმართება. პირველ ექვს ეტაპზე სასტუმრო "ჰუალინგ პრეფერანსის" დარბაზში მოჭადრაკეები ორ-ორ კლასიკურ პარტიას გაითამაშებენ. მატჩის ფრედ (1:1) დამთავრების შემთხვევაში მომდევნო წრეში გამსვლელის ვინაობას ტაიბრეიკი გამოავლენს.
პირველი რაუნდის პირველი პარტია 3 სექტემბერს გათამაშდება. 18 და 22 სექტემბერი დასვენების დღეებია. ოთხი პარტიისგან შემდგარ გადამწყვეტ შეხვედრას სასტუმრო "ბილტმორი" უმასპინძლებს. ტურნირში გამარჯვებული 120 000 დოლარით დაჯილდოვდება, ფინალში დამარცხებული კი 80 000 დოლარს მიიღებს.
ქართველი დიდოსტატები პირველ წრეში მეტოქეებს ასე დაუწყვილდნენ: ბაადურ ჯობავა-ივან სალგადო ლოპესი (ესპანეთი), ანიშ გირი (ჰოლანდია)-ნანა ძაგნიძე, ლევან ფანცულაია-იან-კშიშტოფ დუდა (პოლონეთი), ერნესტო ინარკიევი (რუსეთი)-მიხეილ მჭედლიშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ისე ეს მაგნუს კარლსენი მეივეიზერთან საჩხუბრად ემზადებოდა მეგონა :)