ნაზი პაიკიძე: არ არსებობს წესი, რომელიც თავისუფალ ქალს აიძულებს, ატაროს ჰიჯაბი!
მიზეზი დრესკოდის დარღვევაა - კოვალიოვი ასპარეზობაზე შორტებით გამოცხადდა. როდესაც კოვალიოვი მთავარ არბიტრ ტომაშ დელეგას შენიშვნას არ დაემორჩილა, საქმეში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი ჩაერია და კოვალიოვს დარბაზი დაატოვებინეს.
ინციდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ მედიაში, რადგან კოვალიოვი ამტკიცებს,
კოვალიოვი ამტკიცებს, რომ მან წინა ორი რაუნდიც შორტებში ითამაშა და მისთვის შენიშვნა არავის გამოუცხადებია.
სხვათა შორის, მთავარმა არბიტრმა აღნიშნულ გამოცემას უთხრა, რომ მისი ინიციატივა არ იყო კოვალიოვის დარბაზიდან გაძევება, იგი ამას არც აპირებდა. მსოფლიოს თასის რეგულაცია მოითხოვს დრესკოდის დაცვას, თუმცა კონკრეტულად შორტზე იქ არაფერი წერია.
"აუცილებლად დაველაპარაკები მსაჯებს, თუ რატომ ვერ შეამჩნიეს აქამდე ის, რომ კოვალიოვი შორტებით ასპარეზობდა", - განუცხადა გამოცემას აზმაიფარაშვილმა. მან ასევე დასძინა, რომ სიტყვა "ბოშა" რასისტული კონტექსტით არ უხსენებია, მან ეს განაცხადა, როგორც "უსახლკაროს" სინონიმი.
შეგახსენებთ, რომ აზმაიფარაშვილი ადრეც გახვეულა სკანდალებში. გავიხსენოთ 2004 წელი, როცა მაშინ ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აზმაიფარაშვილი ესპანურ კალვიაში საჭადრაკო ოლიმპიადაზე დაიჭირეს. მაშინ მას ფიზიკური დაზიანებაც მიაყენეს.
თბილისის მსოფლიოს თასი 3-27 სექტემბერს იმართება საქართველოს დედაქალაქში. გამარჯვებული 120 ათას დოლარს მიიღებს, სრული საპრიზო ფონდი კი 1,6 მილიონი დოლარია.
"ლელო" მალე შემოგთავაზებთ ვრცელ ინტერვიუს ზურაბ აზმაიფარაშვილთან აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით.