ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა მონაკოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ ჟან-მიშელ რაპაირთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომლის მთავარი თემა 2019 წლის ნოემბრის ბოლო შაბათს დაგეგმილი დაჯილდოების ცერემონიალი - "ევროპის ოქროს პაიკი" იყო.

ღონისძიებას "ევროპის ოქროს პაიკის" სპონსორი კომპანიის, "აიგრუპის" წარმომადგენელი გიორგი ხუროძე დაესწრო. მისი თქმით, პროექტის მიზანი საქართველოს სახელისა და ქართველი ერის პოპულარიზაციაა.

"აიგრუპი" აგრძელებს ანდრია დადიანის ტრადიციას. ერთი საუკუნის შემდეგ ქართველები მონაკოში ვბრუნდებით და ჭადრაკის სამყაროში ყველაზე დიდ დაჯილდოების ცერემონიალს ვუყრით საფუძველს. ეს პროექტი ქვეყნის წარმოჩენას ემსახურება. ამიტომაც მასში ასე აქტიურად არის ჩართული "აიგრუპი" და მხარს უჭერს ევროპის საჭადრაკო კავშირს, რომლის პრეზიდენტიც ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა", - აცხადებს გიორგი ხუროძე.

პირველად ევროპაში, დაჯილდოების ცერემონიალი "ევროპის ოქროს პაიკი" საჭადრაკო სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლებს მოუყრის თავს. დაჯილდოების პირველი ღონისძიება ევროპელ ლეგენდებსა და მათი ღვაწლის წარმოჩენას მიეძღვნება.

პირველი წლის ნომინაციებია:

საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო რედაქტორი

საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო ჟურნალისტი

საუკეთესო ევროპელი ორგანიზატორი

საუკეთესო ევროპული საჭადრაკო პროექტი

საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო არბიტრი

სკოლებში ჭადრაკის განვითარების ევროპელი პიონერი

ყველა დროის ყველაზე პატარა ევროპელი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში

ჭადრაკში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი

ჭადრაკის ლეგენდა (ქალი)

ჭადრაკის ლეგენდა (კაცი)

კონკურსგარეშე:

საუკეთესო წიგნი (მხატვრული)

საუკეთესო ფილმი (მხატვრული)

პირველ წელს ევროპის საჭადრაკო კავშირი

დაჯილდოების ცერემონია ყოველი წლის ბოლო შაბათს, მონაკოს ქალაქ მონტე-კარლოში გაიმართება.

ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მამა მაშინ გარდაცვლილა, მსოფლიოს ექსჩემპიონ მუზიჩუკს რომ ვხვდებოდი..."
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
დრესკოდი, შორტი და კოვალიოვი - ინტერვიუ ზურაბ აზმაიფარაშვილთან
ჭადრაკი - მსოფლიო თბილისში, ოლიმპიადა ბათუმში
სკანდალი თბილისის მსოფლიოს თასზე: რატომ გააძევეს კანადელი დიდოსტატი?
ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირს მეორე ვადით უხელმძღვანელებს