ლევონ არონიანი: "ქართველებმა, როგორც სჩვევიათ, ამ საპატიო და მძიმე მისიას შესანიშნავად გაართვეს თავი"
თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში", 27 სექტემბერს დამთავრდა მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელიც 2 სექტემბერს დაიწყო.

შვიდეტაპიანი პაექრობების გვირგვინი იყო გუშინდელი ტაიბრეიკი, რომელსაც თასის მფლობელის ვინაობა უნდა დაესახელებინა. შეგახსენებთ, რომ ოთხი კლასიკური პარტიისგან შემდგარი მინი-მატჩი ლევონ არონიანსა (სომხეთი, 2802) და დინ ლიჟენს (ჩინეთი, 2777) შორის ფრედ - 2:2 დასრულდა. მსოფლიოს თასის დებულების თანახმად, გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა ორი 25-წუთიანი პარტია (თითოეულ სვლაზე 10-10 წამის დამატებით).

პირველში თეთრებით არონიანმა ითამაშა. 22-ე სვლიდან აშკარა უპირატესობას სომეხმა დიდოსტატმა მიაღწია და 30-ე სვლაზე მეტოქეს საათი გააჩერებინა. მეორე ხელიც დაძაბული გამოდგა. თავიდან, თითქოს, ინიციატივას აზიელი ფლობდა, მაგრამ არონიანმა შეძლო არა მარტო პოზიციის გათანაბრება, არამედ 33-ე სვლაზე გაიმარჯვა კიდეც, ფინალური მატჩი მოიგო 4:2 და თასიც დაისაკუთრა.

34 წლის სომეხი დიდოსტატისთვის ეს პირველი წარმატება როდია: რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო ტურნირებში მოპოვებულ პრიზებზე, 2005 წელს მან ხანტი-მანსიისკშიც ყველას აჯობა მსოფლიოს თასის გათამაშებაში, სომხეთის ვაჟთა ნაკრებთან ერთად 1999 წელს ბათუმში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადებზე სამჯერ (2006, 2008, 2012 წწ.) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გაისად მარტში კი პრეტენდენტთა ტურნირი ელის.

- მეტად დამღლელი ტურნირის უმძიმესი ფინალური მატჩი გამოდგა, - გვითხრა შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ლევონ არონიანმა. - კლასიკურ პარტიებში უმთავრესად უპირატესობა ჩემს მხარეს იყო, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელი. ცხადია, ამაში დიდი დამსახურება ჩემს მეტოქეს მიუძღვის. აი, რაპიდში კი უფრო პატივისცემით მოვეკიდე პარტიებს და ორივე 25-წუთიანი შეხვედრა მოვიგე.

- ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მეორე პარტიის მე-20 სვლაზე E მხედარი F6 უჯრაზე უნდა გეთამაშათ. თქვენ კი მეფის H8 უჯრაზე გადაადგილება არჩიეთ.

- მე დავინახე ის სვლა... ცუდი სვლა იყო.

- თუმცა, მერე მაინც გადადგით ეს ნაბიჯი. რატომ?

- პარტიის მსვლელობისას რაღაც უნდა შემეცვალა, თორემ იმ ხელს, ალბათ, მდორედ წავაგებდი. მხედრის F6 სვლით კი "სასიკვდილო განაჩენის" დაჩქარება გადავწყვიტე.

- მან კი გამარჯვება მოგიტანათ...

- ბრძოლის სურათის შესაცვლელად მეტოქე ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა - ძალიან სწრაფად ითამაშა, არადა, უფრო ძლიერი გაგრძელების მოსაძებნად უნდა დაფიქრებულიყო. ასე თუ ისე, ამ დაძაბულ პაექრობაში გავიმარჯვე და ამით ბედნიერი ვარ.

- ცხადია, თქვენს სიხარულს ახალშერთული მეუღლეც ინაწილებს...

- რა თქმა უნდა. იგი აქტიურად მქომაგობდა მთელი ტურნირის განმავლობაში. მალე ქორწილს გადავიხდით, ალბათ, კავკასიური საზომით - 350-მდე სტუმარი გვეყოლება.

- მსოფლიოს თასის ორგანიზაციაზე რას იტყვით?

- ქართველებმა, როგორც სჩვევიათ, ამ საპატიო და მძიმე მისიას შესანიშნავად გაართვეს თავი. ჩინებული პირობები გვქონდა შეჯიბრებისა თუ აქტიური დასვენებისთვის. დიდი მადლობა ყველას - ორგანიზატორებსაც და ქომაგებსაც, რომელთა ყურადღება არასდროს მომკლებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა