ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა [PHOTO]

AutoSharing Option
24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ბათუმი მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს.

აჭარის დედაქალაქში 180 ქვეყნის 4 ათასამდე მოჭადრაკე და დელეგატი ჩავიდა, რაც მსგავსი ფორუმების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. გახსნის ცერემონიალი წუხელ შეკვეთილში გაიმართა.

შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტმა გეორგიოს მაკროპულოსმა.

ოლიმპიადის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს შვეიცარიული სისტემით 11 ტური გამოავლენს. პირველი ტურის პარტიები დღეს გაიმართება. 29 სექტემბერს მოჭადრაკეები დაისვენებენ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რედაქციას! საქართველოსაგან საჭადრაკო ოლიმპიადის უპრეცედენტო მაშტაბებით მასპინძლობა დღეს არის #1 ნომერ პირველი სპორტული და საზოგადო მოვლენა! ამ 2 კინკილა ცნობით აპირებთ ამ გრანდიუოზული შეჯიბრის გაშუქებას? ვფიქრობ პირველ გვერდზე უნდა გედოთ მოვლენების ყოველ წამიერი და წუთიერი ანალიზი. ამ ჩამორჩენილი, წაგებული ძიუდოს გარდა სხვა სპორტი თქვენთვის სპორტი არ არის?!
aburjga
10:49 25-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული