2 ოქტომბერს ბათუმის ჭადრაკის ოლიმპიადას ჩილელი არტისტი იუგა ეწვევა

AutoSharing Option
ფოტოს ავტორი: ერკან ბარისი

2 ოქტომბერს ბათუმს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალის სპეციალური სტუმარი, ჩილელი კომპოზიტორი, მომღერალი და არტისტი იუგა ეწვევა.

იუგა მუსიკალურ სამყაროში 2008 წელს გამოჩნდა და ყურადღება მიიპყრო ჟანრების მრავალფეროვნებით - მღერის ბლუზს, კლასიკურ როკს, ოპერას, შანსონსა და პოპს.

იუგას გამოშვებული აქვს 3 CD, ავტორია რამდენიმე თეატრალური შოუსი, რომელთაგან გამორჩეული იყო ედიტ პიაფისადმი მიძღვნილი სანახაობა, რომელმაც დიდი წარმატება ჰპოვა არგენტინასა და ურუგვაიში - იუგა ედიტ პიაფად გარდაისახა.

დღესღეობით იუგას ახალი გატაცება აქვს - ჭადრაკი და მუსიკა. პირველ ასეთ
კომპოზიციას "ო, კაპაბლანკა" ეწოდა, რომელიც კომპოზიტორმა 2018 წლის აგვისტოში გამოუშვა.

სწორედ ამ ახალი კომპოზიციითა და პერფორმანსით ეწვევა იუგა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას. როგორც ჩილელი არტისტი აცხადებს, ეს საქართველოსა და ბათუმის ოლიმპიადისადმი და, ზოგადად, ჭადრაკისადმი განკუთვნილი საჩუქარია.

უნდა აღინიშნოს, რომ იუგა უსასყიდლოდ ჩამოდის საქართველოში და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე მონაწილეობს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალში, რომელიც 5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 20.00 საათზე გაიმართება.

იუგა ბათუმის აეროპორტში 2 ოქტომბერს ჩამოფრინდება.

altბათუმი. საჭადრაკო ოლიმპიადა: ქართველებმა მოგებით დაიწყეს

მომზადებულია batumi2018.fide.com–ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა არის ხალხო,იუგა ჩამოდისო ოლიმპიადაზე სწერთ, და თვითონ ოლიმპიადაზე კვირაში ერთხელ რაღაცა გაგახსენდებათ.სპორტული გვერდი ხართ თუ ეროტიკული საიტი?
სოსო
19:10 01-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული