საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, რომელსაც 24 სექტემბრიდან - 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრა სომხეთის საკმაოდ ძლიერ გუნდთან დამაჯერებლად მოიგო 3:1. ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა გაიმარჯვეს, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა კი ყაიმი ითამაშეს. საქართველოს ნაკრების საბოლოო შედეგი კონკურენტების თამაშზე იყო დამოკიდებული. ჩინეთმა ბოლო ტურში რუსეთთან ყაიმი ითამაშა და 18 ქულით ჩემპიონი გახდა.

ჩინელებმა ტიტული დაიცვეს. ასევე 18 ქულა დააგროვა უკრაინამ, რომელსაც არ გაუმართლა და ჩემპიონობა უარესი დამატებითი მაჩვენებლების გამო დათმო. საქართველოს ნაკრებმა 17 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რომ არა არაკონკურენტ გუნდებთან დაკარგული ქულები, დღეს ჩვენი გუნდი საჩემპიონო შეხვედრას ჩაატარებდა, მაგრამ საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა რაც, რა თქმა უნდა, ცუდი შედეგი არ არის.

საქართველომ ოლიმპიადაზე 6 გუნდით იასპარეზა - 3 გოგონების და 3 ვაჟების. ქალთა მეორე გუნდმა 11 ტურში მოპოვებული, 7 გამარჯვებით, 3 მარცხით და 1 ყაიმით საბოლოოდ 16 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე გავიდა. ბოლო ტურში ქალებმა ჩეხეთი, რომელმაც გუშინ ჩვენს მთავარ გუნდს ოქროს ქულა წაართვა 2.5:1.5 დაამარცხეს.

ქალთა მესამე გუნდმა ირანთან შეხვედრა 1:3 დათმო. 11 ტურში 6 გამარჯვება, 4 მარცხი და 1 ყაიმი, რაც ჯამში 13 ქულას და 41-ე ადგილს ნიშნავს.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ბოლო ტურში ესპანეთთან 2:2 ითამაშა და ოლიმპიადაზე გამოსვლა 14 ქულით დაასრულა - 11 ტურში, 5 გამარჯვება, 3 მარცხი და 3 ყაიმი და 28-ე პოზიცია, რაც სამწუხაროდ არ გახლავთ სახარბიელო შედეგი.

მეორე გუნდმა 1.5:2.5 წააგო ირანთან და 11 ტურში, 5 გამარჯვება, 4 მარცხი და 3 ყაიმი მიითვალა და ასპარეზობა 13 ქულით და 43-ე ადგილით დაასრულა.

მესამე ნაკრებმა 2.5:1.5 დაამარცხა სინგაპურის ნაკრები. ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა ასპარეზობა 13 ქულით დაასრულეს - 11 ტურში 6 გამარჯვება, 1 ყაიმი და 4 მარცხი მიითვალეს და 51-ე ადგილზე გავიდნენ.

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი - 5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა

XI ტური

ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - სომხეთი 3:1

1. ნანა ძაგნიძე - ელინა დანიელიანი 1:0

2. ლელა ჯავახიშვილი - ლილი მკრტიჩიანი 1:0

2. ნინო ბაციაშვილი - ანნა სარგსიანი 0.5:0.5

4. ბელა ხოტენაშვილი - სირანუს ღუკასიანი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - ჩეხეთი 2.5:1.5

1. სალომე მელია - კაროლინა ოსლაროვა 0.5:0.5

1. ინგა ჭარხალაშვილი - იოანა ვორეკი 1:0

2. სოფიო გვეტაძე - კრისტინა ნოვოსადოვა 0:1

3. სოფიკო ხუხაშვილი - ოლგა სიროკოვა 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - ირანი 1:3

1. ნინო ხომერიკი - სარასადატ ხადემარსარიეჩი 0.5:0.5

2. მარიამ ჯანიაშვილი - მიტრა ჰეიჟამიროპული 0:1

3. ლილე ქორიძე - მობინა ალინასაბი 0:1

4. თამარ ესაძე - ანაჰიტა ზაჰედიფარი 0.5:0.5

ვაჟები

საქართველოს პირველი ნაკრები - ესპანეთი 2:2

1. ბაადურ ჯობავა - დავიდ გუიარო ანტონი 0.5:0.5

2. მიხეილ მჭედლიშვილი - მანუელ კანდელარიო პერესი 0.5:0.5

3. ივან ჩეპარინოვი - მანუელ ჟოზეპ მარტინეს ლოპესი 0.5:.5

4. დავით ჯოჯუა - რენი იგარზა ვასკესი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - ირანი 1.5:2.5

1. ლუკა პაიჭაძე - პარჰამ მაღსოდლო 0.5:0.5

2. დავით მაღალაშვილი - პოია იდანი 0:1

3. თორნიკე სანიკიძე - ამინ ტაბაატაბეი 1:0

4. გიგა ყუფარაძე - ალირეზა ფიროუზა 0:1

საქართველოს მესამე ნაკრები - სინგაპური 2.5:1.5

1. ნოე თუთისანი - ენრიკე პასენსია 0.5:0.5

2. ლუკა ობოლაძე - ქიანუ გონგი 0:1

3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - აუნ ქინგ ლი 0.5:0.5

4. გიორგი სიბაშვილი - ვეი ჟუნ ლი 1:0

მომზადებულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საიტის მიხედვით

ნოდო
იქნემ ვინმემ მითხრათ რატო ტარდება ათი ტური და რა პრინციპიტ ხვდება ესათუ ის ქვეყანა მეტოქეს?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან
WU16 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მეორე ადგილზე დაასრულა
„ორბმა“ თსუ-ს საოცარი წამოწევა გაუცუდა და სერიაში წონასწორობა აღადგინა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-1 სამგურალი. კუთხურების ფასი
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-1 ტორპედო. ...მაგრამ ისინი წლიდან წლამდე იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომას...
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" სტუმრად "კიოლნს" მოუგო და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი აქვს
კიტეიშვილმა ისევ გაიტანა - "შტურმმა" "ჰარტბერგს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-2 დილა. შეყილაძეს ლონგოს წასვლა "მოუხდა"
მიქაუტაძის 20 წუთი - "მალიორკამ" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
"რეალის" დატოვების შემთხვევაში, ვინისიუსის დამატების მთავარი ფავორიტი ცნობილია
"ბაიერნი" ვლაჰოვიჩს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
[VIDEO] გენიალური ლიონელ მესი - არგენტინელის გოლი და ორი საგოლე პასი "ტორონტოსთან"
პსჟ საკადრო პრობლემებით და ლიდერების დასვენების აუცილებლობით - ვის ათამაშებს ლუის ენრიკე "ბრესტთან"?
შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | "ტენერიფე" მე-3 ადგილისთვის მატჩში დამარცხდა
"ეს შეცდომა იქნება" - ფიგუ მოურინიოს "რეალში" დაბრუნების წინააღმდეგია
ქვიზი: გამოიცანი, ვინ გამოიმუშავებს ევროპულ კლუბებში ყველაზე მეტს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს ერთიანი საქართველოს რუკა აჩუქა
ბათუმი 2018: მედლების საქმე გაურკვეველი რჩება
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრებმა მონღოლეთი დაამარცხა და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს
ბათუმი 2018: საქართველოს ქალთა ნაკრების ყაიმი ინდოეთთან
ბათუმი 2018: ქალთა პირველმა გუნდმა მეორე 2.5:1.5 დაამარცხა
რა ჯდება ჭადრაკის ოლიმპიადა - როგორ განაწილდება 38.5 მილიონი ლარი?