6 აპრილს, ჭადრაკში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირში თბილისისა და რეგიონების 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
დღეს, 29 მარტს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პარალელურად, ჩატარდა კენჭისყრა, რის შედეგადაც დაწყვილდნენ ჩემპიონატში მონაწილე გუნდები.
გახსნის ცერემონიას უძღვებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.
2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილე 20 გუნდი 160 მოჭადრაკით იქნება წარმოდგენილი. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს, ერთმანეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზონების გამარჯვებულები
ტურნირის დირექტორია ალექსანდრე არსენიძე. ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს რეგიონებში ჭადრაკის პოპულარიზაცია და განვითარება წარმოადგენს. ტურნირში, ჯამში, სხვადასხვა ასაკისა და კვალიფიკაციის პროფესიონალი მოჭადრაკე და ჭადრაკის 300 მოყვარული მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ თამაშებს თბილისი უმასპინძლებს.
ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ჭადრაკის ფედერაცია.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი