სენსაციური მოვლენა ქართული ჭადრაკის ისტორიაში - 13 წლის გოგონამ ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო

AutoSharing Option
ფოტო: ელენე წოწონას პირადი ფეისბუქ-გვერდი

20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულს ელენე წოწონავასა და მის მწვრთნელებს დავით კოდუასა და გოჩა ჩაჩუას ფოთის მერი გოჩა კურდღელია შეხვდა.

მერმა ელენეს გამარჯვება მიულოცა, შემდგომი წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მისი თქმით, 13 წლის ელენე წოწონავას გამარჯვება სენსაციური მოვლენა იყო ქართული ჭადრაკის ისტორიაში.

"სასიხარულო და საამაყო ფაქტია, რომ 13 წლის ელენე წოწონავა საქართველოს ჩემპიონი გახდა 20 წლის მოჭადრაკე ქალთა შორის.

ფოთი ყოველთვის გამორჩეული იყო ნიჭიერი ახალგაზრდების სიმრავლით. ჩვენი ქალაქი სპორტული
ტრადიციებითაც გამორჩეულია. ბევრი გამოჩენილი სპორტსმენი, მათ შორის მოჭადრაკე აღიზარდა ამ ქალაქში. მოხარული ვარ რომ ასეა დღემდე და მომავლშიც ასე იქნება.

Sportall.Ge

ჩვენი გუნდის სახელით მინდა მხარდაჭერა აღვუთქვა ელენეს. მზად ვართ ყველა ნიჭიერ ადამიანს შევუწყოთ ხელი სპორტულ კარიერაში წინსვლისთვის,"- განაცხადა შეხვედრაზე ქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი "ნანა"-ს მოჭადრაკე , 13 წლის ელენე წოწონავამ 20 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონიტში გაიმარჯვა. იგი პირველი მოჭადრაკეა, რომელმაც ამ ასაკში მოიგო აღნიშნული ჩემპიონატი. მან ამ გამარჯვებით მოიპოვა მსოფლიოს ახალგაზრდული (20 წლის მოჭადრაკეთა შორის) ჩემპიონატის საგზური, რომელიც გაიმართება 14-26 ოქტომბერს ნიუ დელიში (ინდოეთი).

მაიკო ძაგანია სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 11 /
Gmadlobt patara qartvelo am sixarulistvis
Roini
21:42 07-04-2019
0
წარმატებები და ბევრი ბევრი სიხარული შენ
evrojorjia
13:50 07-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული