სხვა

ჭადრაკი

გოსდუმის დეპუტატი: გაფრინდაშვილი საქართველოში რომ ცხოვრობს ამიტომ ალაპარაკდა სექსიზმსა და ქართველების ჩაგვრაზე

AutoSharing Option
ციგურაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რუსეთის დუმის დეპუტატმა სვეტლანა ჟუროვამ ნონა გაფრინდაშვილის მიერ Netflix-ის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე კომენტარი გააკეთა.

"სექსიზმში დადანაშაულება?! ახლა ეს მოდაშია და ყურადღებასაც იპყრობს. აქ საქმე სექსიზმს კი არა პროპაგანდას ეხება. ეს მხატვრული სერიალია და არაა სავალდებულო სიუჟეტი 100%-ით სიმართლეს აღნიშნავდეს. დოკუმენტური რომ იყოს, საჩივარს საფუძველი ექნებოდა.

რა, ქართველებს სსრკ-ში ჩაგრავდნენ? როგორც ჩანს, გაფრინდაშვილს დიდი გეგმები აქვს. ახლა საქრთველოში ცხოვრობს და ამიტომ დაიწყო ლაპარაკი სექსიზმსა და ჩაგვრაზე.

ჭადრაკის ქართული სკოლა საბჭოთა კავშირში ძალიან ძლიერი იყო. რაც შეეხება ნონა
გაფრინდაშვილს, მისი რეიტინგი კაცებს შორის ძალიან მაღალი გახლდათ. მას სსრკ-ში აფასებდნენ და გაფრინდაშვილის ეროვნებისთვის ყურადღება არასდოს მიუქცევიათ.

მიმაჩნია, რომ მხატვრულ ფილმში მითითებული ფაქტები მის გადაღებამდე უნდა შეთანხმდეს. ამიტომ, თუ Netflix-მა გაფრინდაშვილთან ეს არ შეთანხმა, მაშინ ისინი ძალიან არასწორად მოიქცნენ,"- განაცხადა ჟუროვამ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ