მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდარულმა მოთამაშე ანატოლი კარპოვმა კომენტარი ნონა გაფრინდაშვილისა და Netflix-ის საქმეზე გააკეთა.
"ნამდვილად არ ვიცი, რა გამორჩა გარი კასპაროვს, რომელიც ფილმის კონსულტანტი იყო. შესაძლოა, მას ყველაფერი არ უნახავს ან რაღაც არ უთხრეს, რადგან მან ბრწყინვალედ იცის, რომ გაფრინდაშვილი როგორც ქალებს, ისე კაცებს შორის პირველი გროსმეისტერი გახდა.
კაცთა შორის გროსმეისტერის წოდებას კი ისე ვერ მიიღებდა, კაცების ტურნირებში მონაწილეობა რომ არ მიეღო. ამ მხრივ, ნონა აბსოლუტურად მართალია."
კარპოვმა სარჩელ
ის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქართველი გაფრინდაშვილი რუსად მოიხსენიეს.
"რა თქმა უნდა, ის საბჭოთა მოჭადრაკედ უნდა მოეხსენიებინათ და კითხვებიც არ გაჩნდებოდა. "რუსი მოჭადრაკე" - ეს უკვე ეროვნულ წარმომავლობას ეხება. და ყველასთვის ნათელია, ნონა გაფრინდაშვილი საქართველში დაიბადა, ის ქართველია და ამით ამაყობს.
საერთოდაც, მას რუს მოჭადრაკეს ვერანაირად ვერ დაუძახებ და ეს სტატუსი გაფრინდაშვილს არასდროს ჰქონია. ასე ამბობდნენ: "საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი", "საბჭოთა მოჭადრაკე" ან ყველაზე ხშირად "საქართველოს წარმომადგენელი", "ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი", - თქვა კარპოვმა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით