ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიადებსა თუ ჩემპიონატებში ყველა თავისი მონაწილეობა ქართული სპორტის წინსვლისა და მისი გულშემატკივრების უზარმაზარი სიხარულის საფუძვლად აქცია.

„დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკე ქალს, ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს. ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს სახელი მრავალჯერ გაიტანა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ყოველთვის სიამაყით გვავსებდა თავისი ღირსეული ასპარეზობითა და დიდი გამარჯვებებით. ქალბატონმა ნონამ ოლიმპიადებსა თუ ჩემპიონატებში ყველა თავისი მონაწილეობა ქართული სპორტის წინსვლისა და
მისი გულშემატკივრების უზარმაზარი სიხარულის საფუძვლად აქცია. მთელი გულით ვუსურვებ ქალბატონ ნონას მხნეობას, დღეგრძელობასა და ბედნიერებას”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

interpressnews

altნონა გაფრინდაშვილი იუბილარია - როგორ დაიწყო ქართველი მოჭადრაკის თავბრუდამხვევი კარიერა

altნონა გაფრინდაშვილი ისევ მსოფლიოს ჩემპიონია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული