რით არ ჰგავს ხვიჩა სხვა ქართველ ფეხბურთელებს? - ნონა გაფრინდაშვილი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
"კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა რატი შელეგიამ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საუბრის ერთი ნაწილი ფეხბურთს შეეხო, რომელიც ქალბატონი ნონას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობაა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს.

კვარაცხელიაზე. "კვარა" პირველივე დღიდან საოცრად თავდაჯერებულად, შედეგიანად თამაშობს და ჯერ ერთი ტურიც არ ჩაუგდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა სწორად ხედავს პრიორიტეტებს, იცის, რაზე იმუშაოს. მესისა და რონალდუს წლები ემატებათ, ყველა ტიტული მოიგეს და მაინც ბოლომდე იხარჯებიან. სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი. ქართველებმა კი რამდენი ნიჭიერი მოთამაშე დავკარგეთ? ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა არ ეყოთ და
ამიტომ... შევჩენკოს და აზარის მაგალითიც კმარა - ახალ კლუბებში შესაძლებლობების ნახევარიც ვეღარ გამოავლინეს. ხვიჩაზე უკვე ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ამ ზამთარსვე დაიწყება მასზე "ნადირობა", მაგრამ, ჩემი აზრით, რამდენიმე სეზონი მაინც უნდა დარჩეს ნეაპოლში. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვხედავთ, რომ "კვარა" სპალეტის დარიგებებს ითვალისწინებს და "ბოლონიასთან" საოცარი, ძალიან ზუსტი პასები გააკეთა..."

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებზე. "ძალიან იმედიანად ვარ! ძირითადი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ახალგაზრდა ფეხბურთელები შეადგენენ, რაც ნიშანდობლივიც არის და ძალიან სასიამოვნოც. ისიც მომწონს, რომ ეროვნულ ნაკრებში უკვე კონკურენციაა თითქმის ყველა სათამაშო პოზიციაზე. სანიოლის მუშაობითაც კმაყოფილი ვარ: დისციპლინა და სიმკაცრე ყველას სჭირდება. სხვათა შორის, ნიჭიერ ფეხბურთელებს სხვებზე მეტად!

საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვარგუნა წილისყრამ "ევრო-2024"-ის შესარჩევ ეტაპზე. სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს საქართველოს ნაკრების რეალური ძალა...

ჩვენმა გუნდმა მოუმატა და კიდევ გაძლიერდება. ხელწამოსაკრავი მეტოქეები არც ერთა ლიგაზე გვყოლია, ასე რომ, ჩვენი მოთამაშეები კარგ ფსიქოლოგიურ კონდიციაში არიან, თავდაჯერებას კი დიდი მნიშვნელობა აქვს..."

სრული ინტერვიუ: Kvirispalitra

altხვიჩა კრიტიკის უფლებას არსად ტოვებს - 40 მატჩი გაფრთხილების გარეშე...

altქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

მკითხველის კომენტარები / 10 /
ფეხბურთის ბევრ ანალიტიკოსზე კარგად ესმის ქნ ნონას.
რინუს მიხელსი
00:45 16-11-2022
0
ბედნიერია ჩვენი ერი რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, განსაკუთრებულად მოაზროვნე ქ-ნი ნონა გვყავს. ასევე მაია, ხვიჩა, ტალახაძე და მრავალი სხვა ჩემპიონი, რომელთაც საქართველოს სახელი გაუთქვეს.
ამასთანავე უბედურება გვჭირს 30 წელი ქვეყნის მმართველობაში, რას დავემსგავსეთ, რატომ ჩამოვყალიბდით სხვის ხელებში შემყურე მათხოვარ ქვეყანად.
თენგაბი
04:24 26-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული