იუსტიციის სამინისტროს საიტზე არის განთავსებული იმ ადამიანების სია, რომლებიც რუსეთში უცხო ქვეყნების აგენტების ფუნქციებს ასრულებენ და ამ სიაში კასპაროვიც შეიყვანეს.
გარი კასპაროვი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ლეგენდარული დიდოსტატი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა და პუტინის ოპოზიციაში იყო.