შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ მიუნხენში დასრულებულ ქალთა გრან-პრის გათამაშების მეორე ეტაპზე.

ქართველმა დიდოსტატმა 11-დან 6,5 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა. ნანამ ტურნირზე ნათამაშებ 11 პარტიაში 3-ჯერ იზეიმა გამარჯვება, 7 შეხვედრა ყაიმით დაასრულა და მხოლოდ ერთში დამარცხდა.

პირველ ადგილზე 11-დან 7,5 ქულით, ფიდეს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კოსტენიუკი გავიდა, ხოლო მეორეზე - ინდოელი ჰამპი კონერუ.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1) ალექსანდრა კოსტენიუკი (ფიდე) – 7,5 ქულა;

2) ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 7 ქულა;

3) ნანა ძაგნიძე (საქართველო) - 6,5 ქულა;

4) ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) – 6 ქულა;

5) ჟუ ჯინერი (ჩინეთი) – 5,5 ქულა;

6) ჟანსაი აბდუმალიკი (ყაზახეთი) – 5,5 ქულა;

7) ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) – 5,5 ქულა;

8) ტან ჟონგი (ჩინეთი) – 5,5 ქულა;

9) მარია მუზიჩუკი (უკრაინა) –5 ქულა;

10) ალინა კაშინსკაია (პოლონეთი) – 4,5 ქულა;

11) ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 4 ქულა;

12) დინარა ვაგნერი (გერმანია) – 3,5 ქულა;

ქალთა გრან-პრის გათამაშებაში სულ 17 ქალი-მოჭადრაკე მონაწილეობს და თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებულის წილად 15 000 მოდის.

ფიდეს ქალთა გრან-პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება და აქედან თითოეული მონაწილისთვის 3 ტურნირშია სავალდებულო თამაში.

წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური "ფეისბუქგვერდი"

მონტენეგროში მიმდინარე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა ქართველმა მოიგო!
ყველაზე ახალგაზრდა ჭადრაკის ისტორიაში - თინეიჯერი ინდოელი მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია